Category Archives: ბოსტნეული

პომიდორი

პომიდორი ფართოდ გავრცელებული ბოსტნეულია. საქართველოში თითქმის ყველა რაიონში მოჰყავთ. გვხვდება მთებშიც 1700 მეტრამდე ზღვის დონიდან. უფრო მეტად პომიდორი გავრცელებულია საგარეუბნო და საკონსერვო ზონებში. პომიდვრის კვებითი ღირსება მისი გემოვნური თვისებებითაა განსაზღვრული. იგი გამოირჩევა კარგი კონსისტენციით, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, შაქრების, არომატული … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

კიტრი

კიტრი ძველთაგანი კულტურაა საქართველოში. საქართველოში კიტრი ამჟამად ყველგან გვხვდება, მაღალმთიან რაიონებშიც, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზეც. მას სასურსათო პროდუქტად იყენებენ ზრდადაუმთავრებელ, ფიზიოლოგიურად უმწიფარ მწვანე ნაყოფის სახით. გარდა ამისა ფართო გამოყენება აქვს გადამუშავებულს – მწნილების სახით, ქორფა 3-4 დღის მასრებისაგან პიკულებს … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

ბადრიჯანი

საქართველოში ბადრიჯანი უძველესი კულტურაა, ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები, როგორიცაა გარდაბნის ადგილობრივი, შავგვრემანი, ბულგარული ფორმები. ბადრიჯანი გამოიყენება შემწვარი, მოხარშული, ჩირის დასამზადებლად, მწნილად, საკონსერვო წარმოებაში ქორფა ნაყოფებიდან მურაბის, ბადრიჯნის ხიზილალის და მარინადების დასამზადებლად თესლბრუნვა თესლბრუნვაში მისი მოთავსება შეიძლება პამიდორის შემდეგ, მხოლოდ … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

სტაფილო

ძირხვენებს შორის სტაფილო კვებითი ღირებულების მიხედვით პირველ ადგილზეა. შეიცავს ნაცარს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს. გამოიყენება ახალი, მოხარშული და დაკონსერვებული სახით. მისი მოყვანა თითქმის ყველა ზონაშია შესაძლებელი. აგროტექნიკური ღონისძიებები სტაფილოს გაზაფხულზე დასათესად ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომაზე მზრალად ხვნით. ადრე გაზაფხულზე როგორც კი შესაძლებელი … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

ხახვი

ხახვი ადამიანის ყოველდღიურ კვების რაციონში ძვირფას და მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტს წარმოადგენს. იგი შეიცავს აზოტოვანი ნივთიერებებს, შაქრებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. როგორც საკმაზ-სანელებელი ბოსტნეული, ის აუმჯობესებს საჭმლის გემოს და ხელს უწყობს მის უკეთ მონელებას. ხახვი ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში და მედიცინაში. … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

ნიორი

ნიორის გამოყენებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის შეიცავს ეთერზეთებს და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მისი ბოლქვი შეიცავს: წყალს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედის, ნაცარს, C ვიტამინს. ჩვენში ამ კულტურის ბევრი ჯიში არ არის. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში – გორული, რომელიც გამოყვანილია მიწათმოქმედების … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

ჭარხალი

ადამიანის კვების საქმეში ამ კულტურის მნიშვნელობა დიდია. გამოიყენება როგორც ქორფა ძირები წვნიანი საჭმელის დასამზადებლად, ისე ფოთლები მხალად და მწნილების დასამზადებლად. ჭარხალი შეიცავს C ვიტამინების დიდ რაოდენობას და მინერალურ მარილებს. ბიოლოგიური თავისებურება თესლი ხელსაყრელ პირობებში გაღივებას 5-8 დღეში იწყებს. აღმოცენდება ორი … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment

კარტოფილი

კარტოფილი ერთწლიანი მცენარეა და უმნიშვნელოვანეს სასურსათე კულტურას წარმოადგენს. მისი ტუბერები საშუალოდ 14-22% სახამებელსა და 2-3% ცილას შეიცავს. სახამებელი გამოიყენება საკონდიტრო, ძეხვეულისა საფეიქრო წარმოებაში. მას იყენებენ აგრეთვე საკვებწარმოებაში ღორების, მეწველი პირუტყვისა და შინაური ფრინველის გამოსაკვებად (1 კგ კარტოფილი შეიცავს 0,3 საკვებერთეულს). … Continue reading

Posted in ბოსტნეული | Leave a comment