ტრინოლ-2

მოქმედი ნივთიერება: მინერალური ზეთი

სასოფლო სამეურნეო კულტურების მავნებელთა მოზამთრე სტადიების საწინააღმდეგო პრეპარატი.

მინერალური ზეთი “ტრინოლ-2” წარმოადგენს ინსექტოაკარიციდს. ვაშლის, მსხალის, ატმის, ალუბლის, ციტრუსის მავნებლების-ფარიანების, ცრუფარიანების, ბუგრების, ტკიპების, ფსილების და ჩრჩილების მოზამთრე სტადიების (კვერცხი, ჭუპრი, მატლი) წინაარმდეგ.

მოქმედების მექანიზმი.

“ტრინოლ-2-ს” აქვს კონტაქტურ დაფარვითი მოქმედება და იწვევს მწერის გაგუდვას. რაც უფრო დიდი ნაწილია(ჭუპრის, კვერცხის, მატლის) დაფარული პრეპარატიტ, მით უფრო ეფექტურად მიმდინარეობს მათი განადგურება. ამიტომ მცენარეზე უნდა მოხდეს მინერალური ზეთის თანაბარი და სრული განაწილება, რათა მისწვდეს სამუშაო ნაზავი გასანადგურებელ ობიექტს.

პრეპარატის ხარჯვის ნორმა:

  • ვაშლი, მსხალი, ატამი, ალუბალი: 100ლ წყალზე- 2ლ.
  • ციტრუსი: 100ლ წყალზე- 1,5ლ.

შენიშვნა:იმისთვის რომ გავზარდოთ მინერალური ზეთის დაცვითი ხანგრძლივობა, სასურველია სამუშაო ხსნარს დავუმატოთ ინსექტიციდი საფეგორი 0.250ლიტრი ან ალპაკი 0.2ლიტრი 100ლ. წყალზე

This entry was posted in ინსექტიციდები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *