ზატო

ხეხილის ქეცის, ნაცრისა და შენახვის დაავადების საწინააღმდეგო, მეზოსტემური მოქმედების ფუნგიციდი.

 ზატო წარმოადგენს მეზოსტემური მოქმედების ფუნგიციდს სტრობილურინების ჯგუფიდან, რაც ნიშნავს იმას რომ ფოთლის ცვილისებრი ფენა კარგად შთანთქავს მოქმედ ნივთიერებას და ანაწილებს მას მთელ ფართობზე. პრეპარატს ასევე გააჩნია ტრანსმინარული მოქმედება რაც ნიშნავს იმას რომ ფოთლის ზედა მხარეზე მოხვედრის შემდეგ იგი გადაადგილდება ქვედა მხარემდე. ეს თვისება უზრუნველყოფს ფუნგიციდის საიმედო მარაგს მცენარის ქსოვილებში, რაც სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის გარანტიას იძლევა.

    ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში წამლობებს შორის ინტერვალი შეადგენს 8-14 დღეს. არხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია წამლობებს შორის ინტერვალი შემცირდეს.

ხარჯვის ნორმა

  • ვაშლი, მსხალი: 0.140 კგ/ჰა
  • ვაზი: 0.150 კგ/ჰა

მაღალი ეფექტის მისაღებად  საჭიროა ზატო-თი 2-ჯერ ზედიზედ მიყოლებით წამლობის ჩატარება. შემდეგი წამლობა უნდა ჩატარდეს სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატით.

 

This entry was posted in ფუნგიციდები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *