მიკალი

ვაზის ჭრაქის საწინაარმდეგო ფუნგიციდი სისტემური და კონტაქტური მოქმედებით.

მიკალი მაღალეფექტურია ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ, წამლობის ჩატარებიდან 30 წუთის განმავლობაში იგი აღწევს მცენარეში და გადაადგილდება წვენთან ერთად.

მიკალი სხვა სისტემური პრეპარატებისაგან გამოირჩევა მცენარეში “ზევიდან ქვევით” და “ქვევიდან ზევით” გადაადგილების უნარით, იგი წამლობებს შორის პერიოდში განვითარებულ ახალ წანაზარდებშიც გადაადგილდება და უზრუნველყოფს ჭრაქისაგან ვაზის დაცვას.

მიკალი მაღალეფექტურია, როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო შესხურებისთვის. საუკეთესო შედეგის მისაღწევად მისი გამოყენება რეკომენდებულია პროფილაქტიკურ წამლობებში.

ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში წამლობებს შორის ინტერვალი შეადგენს 10-14 დღეს. არახელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია წამლობებს შორის ნტერვალი შემცირდეს.

ხარჯვის ნორმა: 300გრ – 100 ლიტრ წყალში.

This entry was posted in ფუნგიციდები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *