სუპერფოსი N:P:Ca:Mg:S 12:25:14:0.5:25

კომპლექსური, კონცენტრირებული, ნეიტრალური მინერალური სასუქი.

შემადგენლობა: N-12%, P-25%; Ca-14%; Mg-0.5%; S-25%

აზოტი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი განაწილებულია თითოეულ გრანულაში მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში. გამოიყენება ყველა კულტურაში, ყველა ტიპის ნიადაგზე ძირითადი ხვნისა და თესვის წინ.

  • აზოტი– მცენარისთვის ძირითადი საკვები ელემენტია, რადგან იგი შედის ცილის შემადგენლობაში, რომელიც პროტოპლაზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აზოტი შედის ნუკლეინის მჟავების, ქლოროფილის, ფოსფატელების, ალკალოიდების და მცენარის უჯრედის მრავალ ორგანულ შედგენილობაში, აზოტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოსავლიანობის ამაღლებაში.
  • ფოსფორი– უდიდეს როლს ასრულებს მცენარის კვებაში. ის შედის მცენარის ისეთ შენაერთებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცენარის სასიცოცხლო პროცესის წარმართვისათვის. ფოსფორი შემადგენელი ნაწილია ფერმენტების, ფოსფატიდების, შაქრის.იგი ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ინტყენსიურ ზრდას, ამაღლებს გვალვა და ყინვაგამძლეობას.
  • კალციუმი– ასრულებს მთავარ როლს ფოტოსინთეზში და ნახშირწყლების გადაადგილებაში, აქტიურად მონაწილეობს მცენარის მიერ აზოტის ათვისების პროცესში, უჯრედის გარსის ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ნორმალურ განვითარებას.მჟავე და სუსტად მჟავე ნიადაგებში კალციუმი ააქტიურებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ამაღლებს ნიადაგის ნაყოფიერებას. კალციუმის დეფიციტის პირობებში ფერხდება ფოთლების ზრდა, მათზე წარმოიქმნება ქლოროტიული ლაქები, ფოთლები აქტიურად ყვითლდებიან და ხმებიან, ჩერდება ფესვთა სისტემის ზრდის პროცესი.
  • მაგნიუმი– შედის ქლოროფილის შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებს მცენარის სუნთქვის პროცესში, ნახშირწყალბადის ცვლაში, ფერმენტების მოქმედებაში, ნაყოფის წარმოქმნაში. მაგნიუმის დეფიციტის შემთხვევაში ფოთლებზე ძარღვებს შორის წარმოიქმნება ქლოროზი. შემდეგ ფოთლები ხუჭუჭდება და ყვითლდება. შეინ იშნება ფოთლისა და ნაყოფის ადრეული ცვენა.
  • გოგირდი– შედის ამინომჟავების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ მცენარის ბიოლოგიურ ფუნქციებში და სერიოზულ გავლენას ახდენენ მოსავლის რაოდენობასა და მის ხარისხზე. გოგირდის გავლენით ხდება აზოტის შემცველი მრავალი ნაერთის სინთეზი, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ჟანგვა-აღდგენით პროცესში. გოგირდს დიდი როლი ეკუთვნის ქლოროფილის სინთეზში. მისი უკმარისობით ფერხდება ფოტოსინთეზი და ადგილი აქვს ქლოროზს.

სუპერფოსის გამოყენება მაღალეფექტურია ისეთ კულტურებში, როგორიც არის სიმინდი, რომელიც დიდი რაოდენობით მოიხმარს გოგირდს, კალციუმს და მაგნიუმს; თესლოვან ხეხილში (ვაშლი, მსხალი)- კალციუმის ზემოქმედებით მკვეთრად მაღლდება ნაყოფის შენახვისუნარიანობა და ტრანსპორტაბელობა; საშემოდგო და საგაზაფხულო თავთავიან კულტურებში; ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში; ციტრუსში; თხილში; ვენახში და სხვა

სუპერფოსის გამოყენების ნორმა დამოკიდებულია კულტურის კვების სპეციფიკაზე, დაგეგმილ მოსავალზე და ნიადაგის აგროქიმიურ შემადგენლობაზე. აქედან გამომდინარე საჰექტარო ნორმა მერყეობს 250 კგ-დან 400 კგ-მდე.

This entry was posted in სასუქები. Bookmark the permalink.

2 Responses to სუპერფოსი N:P:Ca:Mg:S 12:25:14:0.5:25

  1. dato 1985 says:

    ვენახში როდის უნდა შევიტანო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *