ნიტროფოსკა N:P:K:Ca 5:14:14:12

მინერალური სასუქი ნიტროფოსკა-N:P:K:Ca 5:14:14:12 წარმოადგენს მაღალეფექტურ  უნივერსალურ, კომპლექსურ გრანულირებულ სასუქს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მცენარისათვის მეტად აუცილებელი ნივთიერებები-აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი. ეს ნივთიერებები განმსაზღვრელ როლს ასრულებს მცენარის ზრდა განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდაში. მათი ნაკლებობა ნიადაგში იწვევს მოსავლიანობის დაქვეითებას, ხოლო არარსებობა – მცენარეთა დაკნინებასა და დაღუპვას.

  • აზოტი– მცენარისთვის ძირითადი საკვები ელემენტია, რადგან იგი შედის ცილის შემადგენლობაში, რომელიც პროტოპლაზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აზოტი შედის ნუკლეინის მჟავების, ქლოროფილის, ფოსფატელების, ალკალოიდების და მცენარის უჯრედის მრავალ ორგანულ შედგენილობაში, აზოტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოსავლიანობის ამაღლებაში.
  • ფოსფორი– უდიდეს როლს ასრულებს მცენარის კვებაში. ის შედის მცენარის ისეთ შენაერთებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცენარის სასიცოცხლო პროცესის წარმართვისათვის. ფოსფორი შემადგენელი ნაწილია ფერმენტების, ფოსფატიდების, შაქრის.იგი ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ინტყენსიურ ზრდას, ამაღლებს გვალვა და ყინვაგამძლეობას.
  • კალციუმი– ასრულებს მთავარ როლს ფოტოსინთეზში და ნახშირწყლების გადაადგილებაში, აქტიურად მონაწილეობს მცენარის მიერ აზოტის ათვისების პროცესში, უჯრედის გარსის ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ნორმალურ განვითარებას.მჟავე და სუსტად მჟავე ნიადაგებში კალციუმი ააქტიურებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ამაღლებს ნიადაგის ნაყოფიერებას. კალციუმის დეფიციტის პირობებში ფერხდება ფოთლების ზრდა, მათზე წარმოიქმნება ქლოროტიული ლაქები, ფოთლები აქტიურად ყვითლდებიან და ხმებიან, ჩერდება ფესვთა სისტემის ზრდის პროცესი
  • კალიუმი– მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების წარმოქმნაში, განაპირობებს მცენარეთა მაღალ მდგრადობას დაავადებებისადმი. იგი ხელს უწყობს ფოტოსინთეზის გააქტიურებას, აძლიერებს ვიტამინების სინთეზს, ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას და აუმჯობესებს ხარისხს, ხელს უწყობს მცენარის ყინვაგამძლეობას.

ნიტროფოსკა გამოიყენება ყველა კულტურაში, ყველა ტიპის ნიადაგზე ძირითადი ხვნისა და თესვის წინ.

სასუქის გამოყენების ნორმები

  • კარტოფილი, პამიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი და მარცვლეული კულტურები: 330-450 კგ/ჰა
  • ხილი, ვაზი, ციტრუსი: 125-250 კგ/ჰა  ნიადაგში შეტანა შემოდგომით ხვნის წინ ან გაზაფხულზე კულტივაციის წინ.

 

This entry was posted in სასუქები. Bookmark the permalink.

6 Responses to ნიტროფოსკა N:P:K:Ca 5:14:14:12

  1. ლალი says:

    გამარჯობა,უკაცრავად მაინტერესებს პამიდორზე თესვის წესების ნორმები,დროის შერჩევა,ნიადაგი როგორ უნდა შევარჩიო,და რომელი სარწყავი სისტემა იქნება უკეთესი და ასე შემდეგ.. შეგიძლიათ ინფორმაცია მომაწოდოთ?დიდი მადლობა

    • Iza says:

      მოგესალმებით ქალბატონო ლალი. თქვენ სად გნებავთ პამიდორის მოყვანა? სათბურში თუ ღია გრუნტში. უმჯობესი იქნება თუ ჯერ ჩითილებს გამოიყვანთ და მერე გადარგავთ ნიადაგში. ჩითილი ნიადაგში უნდა გადაირგას 35-40 დღეში. სარწყავი სისტემებიდან კარგი იქნება თუ წვეთოვანი მორწყვის სისტემას გამოიყენებთ.

  2. თემური says:

    გამარჯობა,
    მაინტერესებს ვენახში ამოფოსის შეტანაა უფრო რეკომენირებული თუ ნიტროფოსკა სჯობს? ასევე მაინტერესებს ამ ორი სასუქის ფასი და კახეთში სად შეიძლება შეძენა?

    • Iza says:

      ორივე სასუქი საკმაოდ ეფექტურია მცენარისათვის. იმისთვის რომ ზუსტად განსაზღვროთ რომელი სასუქი შეიტანოთ ნიადაგში კარგი იქნება თუ ნიადაგის ანალიზს ჩაატარებთ.
      კახეთში მათ შეძენას შეძლებთ ფერმერთა მომსახურების ცენტრებში.

  3. დავიტ says:

    გამატჯობატ მაინტეერესებს ამ სასუქის ფასი ტუ შეგიძლია მომმწეროტ ჩემს ემაილზე david49@bk.ru მჩირდება თქვენი რჩევა მაქვს მანდარინის პლანტაცია და მაინტტერესებს რომელი სასუქებია ყველა ეფექტური რომ მომცეს ხარისხიანი ნაყოფი და მსხომარობა გაიზაროდს

  4. დავიტ says:

    მანდარინის პლანტაცია მაქვს ოზურგეტში და ასევე გავაშენე ტხილი ოზურგეტში მანტერესებს 1 წლის ტხილს რა სასუქი ჩირდება რა რაოდენობის და შეგიძლიატ თქვენი საწყობის ფასიც მომწერეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *