საჩხერის ფერმერთა მომსახურების ცენტრი კვლავ ჩაერთო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ მცირემიწიან ფერმეთა საგაზაფხულო პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ, საჩხერის ფერმერთა მომსახურების ცენტრში სასოფლო სამეურნეო ბარათებით ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მაღალი ხარისხის სასუქები, მაღალმოსავლიანი სათესლე მასალა, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სატრაქტორო მომსახურება და მიიღონ უფასო მაღალკვალიფიციური კონსულტაციები.
მობრძანდით, ჩვენ ვიცით როგორ დაგეხმაროთ, რომ მიიღოთ უხვი მოსავალი.
გამარჯობა. მსურს, რომ ჩავერთო მევენახებაში და საქმეს ხელი სერიოზულად მოვკიდო. კახეთში მსურს, ვენახის შეძენა და კონსულტაციებისთვის, კონკრეტულად სად შეიძლება, რომ მივიდე და დახმარება ვითხოვო?
მოგესალმებით! კახეთში რომელ რაიონში გნებავთ ვენახის შეძენა?