ოქსიკლოზანიდ 3000

 

შემადგენლობა:
1 ბოლუს . შეიცავს:
ოქსიკლოზანიდი . . . . . 3000 მგ.

დახასიათება:
ოქსიკლოზანიდი – სალიცილამიდის ჯგუფის პრეპარატია, ეფექტურია ტრემატოდების უმწიფარი ფორმების მიმართ: ფასციოლოზის, პარამფისტომატოზის, დიკროცელიოზის დროს. ცესტოდების: მონიეზიოზის, ავიტელინოზის, თიზანიეზიოზის დროს.

ოქსიკლოზანიდისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პარაზიტებში ჟანგვითი ფოსფორილირების წარმართვაზე. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ცხოველების მაკეობაზე. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი მოქმედება.

ჩვენებები:
ოქსიკლოზანიდი 3000 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, სადეჰელმინთიზაციოდ.

მიღების წესი და დოზირება:
ოქსიკლოზანიდი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად, შემდეგი დოზებით:

ფასციოლოზი და სხვა ჰელმინთები…….1 ბოლუსი 350 კგ. ცოცხალ წონაზე.
პარამფისტომატოზი ………………………1 ბოლუსი 200 კგ. ცოცხალ წონაზე.

უკუჩვენებები:
გამოვლენილი არ არის.

მოცდის პერიოდი:
ხორცი: 14 დღე.
რძე: 14 დღე.

გამოშვების ფორმა:
40 ბოლუსის შემცველობის მუყაოს ყუთი.

შენახვის პირობები:
ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 35˚ C ტემპერატურაზე.

This entry was posted in ანტიჰელმინთები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *