მოცვი

კენკროვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ბუჩქი. სიცივის მიმართ მდგრადია. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებით არ ხასიათდება. ჩრდილის ამტანი მცენარეა.

მოთხოვნები ადგილმდებარეობისადმი

მოცვი ტემპერატურის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა, მაგრამ -10 0 C ტემპერატურაზე ბუჩქი ზიანდება. გაზაფხულის ყინვები მის ყვავილობას ხელს არ უშლის. ყვავილობა იწყება მაისის მეორე ნახევრიდან და საშუალოდ ორი კვირის განმავლობაში გრძლედება.
კულტურული, ანუ ლურჯი მოცვი მგრძნობიარეა ტენის ნაკლებობის მიმართ, ამიტომ აუცილებელია ნიადაგის დატენიანება. მსუბუქ ნიადაგებში სასურველია გრუნტის წყლებთან სიახლოვე (30-90 სმ), თუმცა, მუდმივი სინესტე არასასურველ ზეგავლენას ახდენს მის ზრდა-განვითარებაზე. ველური (წითელი) მოცვისაგან განსხვავებით, ლურჯი მოცვი დიდ მოსავალს მხოლოდ მზიან ადგილებში იძლევა.
ნიადაგის მიმართ სპეციფიური მოთხოვნებით ხასიათდება. იგი კარგად იზრდება მჟავე ნიადაგებში (pH 3,8), ტუმცა, განსაკუთრებული მოვლის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოყვანა დაბალი pH-ის პირობებშიც.
ნეშომპალა და ქვიშიანი ნიადაგები საუკეტესოა მოცვის კულტივირებისათვის, თუმცა დარგვის წინ ნიადაგი აუცილებლად საჭიროებს მომზადებას.

ნერგების მომზადება

შავი მოცვის ბუჩქები ირგვება ერთ მწკრივად. მცენარეებს შორის მანძილი 120-150 სმ, თუმცა მათი დარგვა შესაძლებელია ორ მწკრივად ან კვალის სახით, რიგთშორის მანძილი 250 სმ-ს უნდა შეადგენდეს.
არახელსაყრელი ნიადაგის პიროებებში მოცვი შეიძლება დარგული იქნეს კასრებში ან კერამიკულ კონტეინერებში 60 სმ სიღრმეზე, სამი 5-სმ დიამეტრის მქონე სადრენაჟო ხვრელით. ასეთ კონტეინერებს ათავსებენ ნიადაგში და ზედაპირამდე ავსებენ ბაღის მიწით და ტორფით 1:2 თანაფარდობით.კარგ შედეგს იძლევა ამ ნარევზე ნახერხის დამატებაც. ნარევის რეაქცია მოწმდება ლაკმუსის ქარალდით. ამისთვის დატენიანებულ ნიადაგს ათავსებენ ლაკმუსის ქაღალდზე მისი ფერის შეცვლამდე ლურჯად (pH 5,0). შესაძლებელია ნარევის რეაქცია შეიცვალოს 250 გ/მ3 – გოგირდის ფხვნილის დამატებით.
ასეთი ჭურჭლები შემოდგომით ან ზაფხულში აუცილებლად უნდა მოირწყას. რეკომენდირებული მორწყვა წვიმის წყლით.
კონტეინერებში ნერგების პირველი შეწამვლა ხდება აპრილ-მაისში. 25 გ გახსნილი ლურჯი პიაფოქსანით. შემდეგ წლებში რეკომენდირებულია სასუქის დოზის გაზრდა 100 გ-მდე თითოეულ ჭურჭელში.

ნიადაგის მომზადება

ნიადაგის მომზადება დამოკიდებულია მის რეაქციაზე. მსუბუქი ნიადაგები, რომელთა pH 5,0-ზე ნაკლებია, უნდა გაუმჯობესდეს 20 სმ სიღრმეზე საკვები ელემენტებით გამდიდრებული ტორფით.
დასარგავ ორმოში ყრიან ტორფის ფხვნილს ნახერხთან ერთად. შეიძლება დამპალი მუხის ფოთლების გამოყენებასც.
თუ დარგვა ხდება არასაკმარისი სიმჟავის მქონე ნიადაგზე, ბუჩქს ფოთლები უყვითლდება, აღარ იზრდება და მცენარე იღუპება.
მოცვის მოსავლიანობა დამოკიდებულია ნიადაგის მომზადებაზე. ამისათვის უნდა მომზადდეს 150 x 150 სმ ფართობის ორმო 60 სმ სიღრმით, ანდა გაითხაროს კვალი ამავე ზომებში. ორმოდან ამოღებულ ნიადაგს უნდა შეერიოს 2:1 ტორფის ფხვნილი, დამპალი ფოთლები; მძიმე ნიადაგისათვის რეკომენდრიებულია 1 მ – ზე 150-250 გ გოგირდის ფხნილის შერევა. თუ ნერგების გადარგვა ოქტომბერში ხდება, ეს სამუშაოები სექტემბერში უნდა დამთავრდეს.

ნერგების გადარგვა

როგორც წესი, ნერგების გადარგვა ხდება ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში, თუმცა შესაძლებელია გადარგვა გაზაფხულზე – მარტიდან აპრილამდე.
გადასარგავად საუკეთესოა 2-3 წლიანი ნერგები.
დაფესვიანება უკეთესად ხდება, თუ ნერგი ნიადაგის კოშტებით გადაირგვება. გადარგვისას კოსტები უნდა დაიფშვნას და გასწორდეს ფუნჯა ფესვები. რეკომენდირებულია ორმოს შევსება მდინარის შავი ქვიშით და ტორფით. ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს, რის შემდეგაც აუცილებელია მისი მორწყვა.
კარგ შედეგს იძლევ ნარგავის მულჩირება ნახერხით, ჩამოცვენილი ფოთლებით ან ტორფით. ნერგები ირგვება იმ სიღრმეზე, რა სიღრმეზეც ისინი სანერგეში იმყოფებოდენენ.

ნიადაგის მოვლა

ნიადაგის მოვლის საუკეთესო საშუალებაა 10 სმ სიმაღლეზე ნიადაგშერეული, დატენიანებული ნახერხის დაყრა. მულჩირებისათვის ჩამოცვენილი ფოთლები, თივა, ნაკლებეფექტურია.
თუ მულჩირებისათვის არანაირი საშუალება არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ საჭიროა მთელის წლის განმავლობში ნიადაგი მუდმივად გაფხვიერდეს 3 სმ სიღრმეზე. იმის გამო, რომ მოცვის ფესვები ნიადაგთან ახლოა განლაგებული, გაფხვიერება უნდა იყოს ზედაპირული, რატა ტავიდან იქნეს აცილებული ფესვების დაზიანება.

გასხვლა

ნერგების გადარგვის შემდეგ, აუცილებელია ბუჩქების გასხვლა. ნერგის გადარგვის პირველ წელს, აუცილებელია ბუჩქს მოსცილდეს ყვავილები, რათა მცენარე უკეთ გაიზარდოს. მესამე ან მეოთხე წელს საჭიროა მცენარის გასხვლა. პირველ რიგში უნდა მოსცილდესგამომშრალი, დაზიანებული ან დაავადებული ტოტები. კარგად განვითარებულ ბუჩქს 6-8 ტოტი უნდა ჰქონდეს.
3-4 წელზე მეტი ასაკის ტოტები, 20 სმ სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას. ამავე სიმაღლემდე უნდა გადაიჭრას ბუჩქის ამონაყარიც. როგორც წესი, ყოველწლიურად ისხვლება და 2-3 ძველი ტოტი იჭრება, ტოვებენ მხოლოდ ახალგაზრდა ამონაყარებს.
თუ ბუჩქს ძირში ბევრი ამონაყარი აქვს, მას ძირშივე აჭრიან. რამდენადაც ყვავილის კვირტები უმეტესად ერთწლიანი ყლორტების წვერზე ვითარდებიან, ახალაოყრილი ყლორტების შეკვეცა ამცირებს მოსავლიანობას. გვერდითი ყლორტები, ყვავილის კვირტებით, ისხვლება მხოლოდ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი დიდი რაოდენობითაა. შედარებით მსხვილ ყლორტებზე, რომლებიც რეგულარულად ისხვლება, ვიტარდება მსხვილი ნაყოფები, რომელიც ადრეც მწიფდება.
15 ან მეტი წლის ბუჩქები შესაძლებელია გაახალგაზრდავებული იქნას ინტენსიური გასხვლით ნიადაგიდან 30 სმ-ზე. ბუჩქის დაბერება იწვევს მოსავლიანობის შემცირებას, თუმცა ამის მიზეზი შესაძლებლია იყოს არახელსაყრელი გარემო პირობები. მოსავლიანობის გაზრდისათვის რეკომენდირებულია ტოტების გასხვლა 40-60 სმ-ზე.

გასხვლისათვის საუკეთესოა ადრეული გაზაფხული, როდესაც ყინვები აღარ არის მოსალოდნელი. დაგვიანებული გასხვლა, მაგ. ყვავილობისას, იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.


გასხვლა

მსუბუქი, ქვიშიანი ნიადაგების განოყიერებისათვის საუკეთესო საშუალებაა ორგანული სასუქი. დამწვარი ნაკელი, საკვები ელემენტებით მდიდარი კომპოსტი ან ტორფის ფხვნილი, რომელიც გამდიდრებულია მინერალური ელემენტებით. გამოყენებული მასალის და პირობების შესაბამისად, სასურველია ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, ბუჩქის ზედაპირზე 2-4 კგ/მ2 ორგანული სასუქის დაყრა.
მინერალური სასუქები, გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფენ ნიადაგის გამდიდრებას, ასევე არეგულირებენ ნიადაგის რეაქციას. pH 4,0 და 5,0 -ის პირობებში, რეკომენდირებულია მხოლოდ ამონიუმის სულფატის, კალიუმის ან მაგნიუმის სულფატის და სუპერფოსფატის გამოყენება.
რთული სასუქებიდან რეკომენდირებულია ისეთი სასუქების გამოყენება, რომელბიც არ შიეცავენ ქლორს. მაგ. ლურჯი პიაფოქსანი ან „აციპლექსი“ .
რეკომენდირებულია (გ/მ2 ) სასუქების გამოყენება შემდეგი სქემის მიხედვით:
პიაფოქსანი ლურჯი (10-6-25) – ახალგაზრდა ნაყოფმსხმოიარე
პირველი დოზა (მარტი-აპრილი) 30 60
მეორე დოზა (ივნისის დასაწყისი) 20 30
პირველი შეტანისას უპირატესია „აციპლექსის“ გამოყენება, ხოლო მეორეში – ლურჯი პიაფოქსანის გამოყენება. სასუქები თანაბრად ნაწილდება ბუჩქის ირგვლივ და ნაკლებ სიღრმეზე შეაქვთ თოხით. სასუქის თხევად მდგომარეობაში შეტანისას, 10-20 გ სასუქს ხსნიან 10 ლ წყალში და სასუქის მთლიანი დოზა შეტანილი უნდა იქნეს 10 დღიანი ინტერვალით.მეორე დოზა (ივნისში) რეკომენდირებულია გამოყენებული იქნეს ძველ ბუჩქებზე.
ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს ნიადაგის სიმჟავე. თუ pH-ის მნიშვნელობა აღემატება 5,0, საჭიროა ყოველწლიურად თითოეული ბუჩქის ირგვლივ 50-60 გ გოგირდის ფხვნილის მოყრა, სანამ მიღწეული არ იქნება სასურველი pH.
უმეტეს შემთხვევებში ნახერხით მულჩირება საკმარისია ნიადაგის სიმაჟავის რეგულირებისათვის.

მოსავლის აღება

მოცვის კრეფა იწყება ივლისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე. ნაყოფები ერთდროულად არ მწიფდება, ამიტომაც მოსავლის აღება 5-10 დღიანი ინტერვალებით მიმდინარეობს. ხდება მწვანე შეფერილობის ცვლილება. მომწიფება იწყება მწვანე შეფერილობის შეცვლით, სრული სიმწიფის მიღწევისათვის საჭიროა 7-8 დღე.
სამაცივრო პიროებებში შენახვისას ( 0 0 C ) ნაყოფი ინახება 4-6 კვირის განმავლობაში.

This entry was posted in კენკროვნები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *