ბადრიჯანი

საქართველოში ბადრიჯანი უძველესი კულტურაა, ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები, როგორიცაა გარდაბნის ადგილობრივი, შავგვრემანი, ბულგარული ფორმები. ბადრიჯანი გამოიყენება შემწვარი, მოხარშული, ჩირის დასამზადებლად, მწნილად, საკონსერვო წარმოებაში ქორფა ნაყოფებიდან მურაბის, ბადრიჯნის ხიზილალის და მარინადების დასამზადებლად

თესლბრუნვა

თესლბრუნვაში მისი მოთავსება შეიძლება პამიდორის შემდეგ, მხოლოდ ნიადაგი უნდა იყოს უფრო მეტად გაპატივებული ორგანული სასუქებით. ხოლო მინერალური სასუქების გამოყენება მისაღებია იმ რაოდენობით და იმ სახის, როგორც პამიდორის შემთხვევაშია.

აგროტექნიკური ღონისძიებები

ბადრიჯანი ირგვება კვალსათბურში წინასწარ გამოყვანილი ჩითილით, 1 ჰა-ზე საკმარისი ჩითილის მისაღებად საჭიროა 800 გრ თესლი, რომელიც ითესება მწკრივად ერთმანეთისაგან 5-6 სმ-ს დაშორებით.
ნორჩი მცენარე ჩითილდება 5-6 სმ-ს მანძილზე. ნორმალურად განვითარებისათვის, დასარგავად მისაღებია 55-60 დღიანი ჩითილი და მისი დარგვა ხდება პამიდორის დარგვიდან 10 დღის მერე, როდესაც კარგად დათბება და ჰაერის ტემპერატურა 150-ზე დაბლა აღარ დაიწევს.
ბადრიჯნის ჩითილი სათუთია, გადარგვის შემდეგ ძნელად ხარობს, ამიტომ როდესაც კვალსათბურებიდან ვიღებთ, საჭიროა სიფრთხილე, რომ რაც შეიძლება მეტი ფესვები გაჰყვეს მიწიანად, დაუზიანებლად.
ჩითილი ირგვება კვადრატულ-ბუდობრივად 70X70 სმ. ბუდნაში 2 მცენარე, ხოლო მწკრივად დარგვისას 60X30, 70X35 სმ-ზე.
სასუქების შეტანა საჭიროა გამოკვებისათვის. პირველი გამოკვება ტარდება გადარგვიდან 10 დღის შემდეგ, 1 ჰა-ზე 0,5-0,6 ცენტნერი ამონიუმ გვარჯილა, 1-1,5 ც. სუპერფოსფატი და 0,6-1 ც. კალიუმის მარილი.მეორე გამოკვება საჭიროა მასიური ყვავილობის ფაზაში 1 ჰა-ზე 0,5-0,6 ც. ამონიუმის გვარჯილით,

ხოლო მესამე ნაყოფის წარმოქმნის დროს 0,6-1 ც. კალიუმის მარილით. დანარჩენი მოვლის ღონისძიებები იგივეა, როგორც პამიდორში, მხოლოდ განსხვავებით პამიდორისაგან, არ მოითხოვს გასხვლას, აკვრას და მორწყვა საჭიროა პამიდორთან შედარებით მეტად.
სასუქების გამოყენება: საჭიროა შეტანილი იქნეს N 60-90; P 60-90; K 60-90 (სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარისებით)


მოსავლის აღება

ბადრიჯნის კრეფა იწყება შერჩევით ყვავილობის შემდეგ. ამ ვადაში ნაყოფი არის 80-100 გრ-ნი, ნაყოფის რბილობი რბილია და ნაზი, ნაყოფი იჭრება დანით თავისი ყუნწით, კრეფა ხდება 5-6 დღეში ერთხელ, შემოდგომის ყინვების დაწყებამდე საჭიროა მოსავლის მთლიანი აღება.

მავნებლებისაგან და დაავადებებისაგან დაცვა

სოკოვანი დაავადებების წინაღმდეგ (ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, სეპტორიოზი, ფესვის სიდამპლე) გამოიყენება:
სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 3-4 კგ/ჰა (ბორდოს ნარევი; საფა ბორდოს ნარევი; ბორდოს ნარევი მაქსი; კუპერვალი; კუპერვალი ბლუ; ჰექტაშ ბორდო) ან კუპროქსატი5ლ/ჰა;
მეტალაქსილი+მანკოები 2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი) ან
დიმეტომორფი+მანკოცები 2,5კგ/ჰა(აკრობატი; ლიდერი;ავანგარდი)
სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო2-3კგ/ჰა;კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი 3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4კგ/ჰა; ) ან
სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 2,5კგ/ჰა) ან
სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი4-8კგ/ჰა;) ან
სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა ) ან

მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება:
იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)
ალფაციპერმეტრინი 0,3ლ/ჰა (ფასტაკი;ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი) ან
ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;) ან
დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ) ან
დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1კგ/ჰა (დეცის პროფი;) ან
თიაკლოპრიდი 0,2-0,25ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;)

This entry was posted in ბოსტნეული. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *