აგროტესტი

აგროტესტი

www.agrotest.georgianels.ge

შეიძინე, განივითარე და წარმოაჩინე ცოდნა სოფლის მეურნეობაში

წარმოდგენილი აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმა შექმნილია „საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ მიერ USAID/REAP პროექტის ფინანსური და პროფესიული მხარდაჭერით.

აგროტესტირების პლატფორმის მთავარი მიზნებია:

  • აგრარულ დარგებში არაფორმალური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
  • სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
  • სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება

ტესტებში წარმოდგენილი კითხვები შედგენილი და სორტირებულია დარგის შესაბამისი მიმართულებების ექსპერტების და მეცნიერების მიერ. კითხვების შინაარსი მაქსიმალურად არის მოყვანილი შესაბამისობაში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ სასწავლო მოდულებთან და პროგრამებთან.

ამ ეტაპზე, აგროტესტირების ელექტრონული პლატფორმა მოიცავს სოფლის მეურნეობის დარგის 13 ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას და 4000-მდე, სირთულის მიხედვით სორტირებულ შეკითხვას. ტესტებში შემავალი კითხვები იყოფა 3 კატეგორიად და მინიჭებული აქვთ შესაბამისი ქულები. პროგრამა განახლებადია და დროთა განმავლობაში მოხდება როგორც მიმართულებების, ასევე შეკითხვების რაოდენობის დამატება.

ტესტების შესადგენად გამოყენებული იქნა საქართველოში არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა და USAID/REAP პროექტის მიერ შექმნილი პროფესიული-საცნობარო მასალები სოფლის მეურნეობის დარგის სხვადასხვა მიმართულებით.

REAP პროექტი
+995 32 2982207/13/14/18
info@georgiareap.org
www.facebook.com/reap.georgia
www.reap.ge
საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა
+995 591 11 66 32
geoagrarians@gmail.com
www.facebook.com/georgianels.ge
www.georgianels.ge
This entry was posted in მთავარი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *