2011 წლის 2 დეკემბერი, 14:00 სთ – აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მექანიზაციის პროექტის წარმომადგენლებმა (AMP) ადგილობრივ ფერმერებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს საჩხერის მექანიზაციის სერვისცენტრი. საჩხერის სამანქანო მომსახურების ცენტრმა, შპს ალვამ USAID-გან გრანტის სახით 106 ათას 450 აშშ დოლარი მიიღო და ახალი ცენტრის ასაშენებლად და აღსაჭურვად საკუთარი სახსრების ინვესტირება მოახდინა. სამანქანო მომსახურების ცენტრი აღჭურვილია: 4 ტრაქტორით და 14 სამანქანო იარაღით. შედეგად ადგილობრივი მცირე ფერმერები მიიღებენ მაღალტექნოლოგიურ ფასიან მომსახურებას (თესვა, ხვნა, კულტივაცია და ა.შ.). ამ პროექტის მეშვეობით, 5 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სარგებელს მიიღებს 600 ფერმერი და დამუშავდება 700 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო სავარგული.