ამოფოსი N:P 11:46

მინერალური სასუქი ამოფოსი-N:P 11:46 წარმოადგენს მაღალეფექტურ  უნივერსალურ, კომპლექსურ გრანულირებულ სასუქს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მცენარისათვის მეტად აუცილებელი ნივთიერებები-აზოტი და ფოსფორი. ეს ნივთიერებები განმსაზღვრელ როლს ასრულებს მცენარის ზრდა განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდაში. მათი ნაკლებობა ნიადაგში იწვევს მოსავლიანობის დაქვეითებას, ხოლო არარსებობა – მცენარეთა დაკნინებასა და დაღუპვას.

  ამოფოსის შემადგენლობაში აზოტი შეადგენს 11%, ხოლო ფოსფორი 46%.

  სასუქი ხასიათდება ძალიან კარგი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, არ არის ტოქსიკური და მავნე ადამიანის ორგანიზმისთვის.

    სასუქი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში როგორც ხვნის ისე თესვის დროს მწკრივებში შეტანის სახით ყველა საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურის ქვეშ.

სასუქის გამოყენების ნორმები:

  • მარცვლოვან კულტურებში: 1ჰა-ზე 300კგ. ხვნის ან თესვის წინ.
  • ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში: 1ჰა-ზე 300კგ. ხვნის წინ.
  • ხეხილოვან კულტურებში და  ვენახში: 1ჰა-ზე 300-350კგ. ნიადაგში შეტანა შემოდგომით ხვნის წინ ან გაზაფხულზე კულტივაციის წინ.
This entry was posted in სასუქები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *