ნიტროამოფოსი N:P:K:S 16:16:16:6

უკრაინული ფირმის მიერ წარმოებული მინერალური სასუქი ამოფოსკა 16:16:16:6, წარმოადგენს მაღალეფექტურ უნივერსალურ, კომპლექსურ გრანულირებულ სასუქს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მცენარისათვის მეტად აუცილებელი ნივთიერებები – აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და გოგირდი. ყველა ეს ნივთიერება განმსაზღვრელ როლს ასრულებს მცენარის ზრდა განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდაში. მათი ნაკლებობა ნიადაგში იწვევს მოსავლიანობის დაქვეითებას, ხოლო არარსებობა – მცენარეთა დაკნინებასა და დაღუპვას.

  • გამოიყენება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ყველა ტიპის ნიადაგებზე, როგრც ღია ასევე დახურულ გრუნტში. ფიზიოლოგიურად ნეიტრალური სასუქია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს მხარეში გადამჟავებული ნიადაგების გავრცელების გათვალისწინებით.
  • ეკოლოგიურად გაცილებიტ საიმედო და უსაფრთხოა, მასში კვებითი ელემენტების შემცველობა 54%-ია (16+16+16+6)
  • აქვს გამოყენების დიდი დიაპაზონი. შეიტანება როგორც ძირითად განოყიერებაში(ნიადაგის დამუშავების დროს) თესვისა და რგვისას, ასევე შემდგომ გამოკვებაში, მცენარის ვეგეტაციის პერიოდში.
  • შეტანის ნორმა უნდა დაზუსტდეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევების საფუძველზე, საშუალო ნორმა კი 300-400კგ ჰა-ზე
This entry was posted in სასუქები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *