სუპერ აგრო N:P:K 8:24:24

უკრაინული ფირმის მიერ წარმოებული მინერალური სასუქი სუპერაგრო-NPK 8:24:24, წარმოადგენს მაღალეფექტურ უნივერსალურ, კომპლექსურ გრანულირებულ სასუქს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მცენარისათვის მეტად აუცილებელი ნივთიერებები – აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. ყველა ეს ნივთიერება განმსაზღვრელ როლს ასრულებს მცენარის ზრდა განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდაში. მათი ნაკლებობა ნიადაგში იწვევს მოსავლიანობის დაქვეითებას, ხოლო არარსებობა – მცენარეთა დაკნინებასა და დაღუპვას.

     სასუქი “სუპერაგრო” წარმოადგენს ქიმიური ელემენტების ნაკრებს. მის შემადგენლობაში აზოტი შეადგენს 8%-ს, ფოსფორი-24% და კალიუმი-24%.

    სასუქი ხასიათდება ძალიან კარგი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, არ არის ტოქსიკური და მავნე ადამიანის ორგანიზმისთვის.

    სასუქი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებში როგორც ხვნის ისე თესვის დროს მწკრივებში შეტანის სახიტ ყველა საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურის ქვეშ.

   “სუპერაგროს” კომპონენტების რაოდენობა 1/3 აზოტი და სამჯერ მეტი კალიუმი და ფოსფორი ხდის მას უფრო ეკონომიურს და მაღალეფექტურს მარცვლეულის, ბოსტნეულის, ტექნიკური და სხვა კულტურების წარმოებაში.

სასუქის გამოყენების ნორმები:

  • მარცვლოვან კულტურებში: 1ჰა-ზე 300კგ. ხვნის ან თესვის წინ.
  • ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში: 1ჰა-ზე 300კგ. ხვნის წინ.
  • ხეხილოვან კულტურებში და  ვენახში: 1ჰა-ზე 300-350კგ. ნიადაგში შეტანა შემოდგომით ხვნის წინ ან გაზაფხულზე კულტივაციის წინ.
  • მწვანე მოლზე: ყოველ 100კვ.მ-ზე 3კგ. მობნევით და მორწყვით.
This entry was posted in სასუქები. Bookmark the permalink.

5 Responses to სუპერ აგრო N:P:K 8:24:24

  1. rudo says:

    გამარჯობა ამის ყიდვა მინდა და თბილისში ვცხოვრობ და სად უნდა მივიდე?

  2. თენგიზ მანძულაშვილი says:

    N:P:K 8:24:24- სად შევიძინო?მინდა დიდი რაოდენობით,ფასი მაინტერესებს

  3. სალომე says:

    didi raodenobit minda da bolofasimainteresebs

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *