ამონიუმის გვარჯილა

უნივერსალური მაღალკონცენტრირებული აზოტოვანი სასუქი აზოტის ამონიური და ნიტრატული ფორმების შემცველობით თანაბარ რაოდენობებში მცენარეების კვების უზრუნველსაყოფად მთელი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ნიადაგზე და ყველა კულტურისათვის. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურებისათვის ყველაზე ეფექტურია კვება ადრე გაზაფხულზე, საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურებისათვის, სიმინდისათვის, მზესუმზირისათვის კი როგორც ძირითადი სასუქი. ამონიუმის გვარჯილის ნაწილობრივი შეტანა ნიადაგში ამცირებს ნიტრატული აზოტის დანაკარგებს მისი გადარეცხვისას. მოსახერხებელია, როგორც პირდაპირი ასევე ინდივიდუალური შეტანისათვის, ასევე ტუკურინარევის მომზადებისათვის. გააჩნია შესანიშნავი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, რაც აადვილებს შენახვას და შეტანას ნიადაგზე. მთლიანად ხსნადია წყალში.

This entry was posted in სასუქები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *