ბორდოს ფხვნილი

 შაბიამანი განეიტრალებული კირით.

კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი.

ბორდოს ნარევი წარმატებით გამოიყენება წყლის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ჭრაქი, სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, მონოლიზი, ფიტოფტოროზი და სხვა. პრეპარატის 2%-იანი ხსნარი წარმატებით გამოიყენება ვენახში ხეხილში და ციტრუსებში, ადრე გაზაფხულზე კვირტების მაქსიმალური დაბერვის ფაზაში, მოზამთრე სოკოების წინააღმდეგ.

გამოიყენება:

  • ვაზის ჭრაქის, ანთრაქნოზის, წითურას.
  • ხეხილის მოზამთრე სოკოვანი დაავადებების.
  • ატამი და კურკოვნების მოზამთრე ფაზების: სიხუჭუჭის, კლასტეროსპოროზის, მონოლიზის, კურკოვანთა ბოყის.
  • კარტოფილის ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის.
  • პამიდორის მურა ლაქიანობის, ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, ნაყოფის სიდამპლის.
  • ციტრუსების ყავისფერი სიდამპლის, ანთრაქნოზის, ნეკროზის წინააღმდეგ.

პრეპარატის ხარჯვის ნორმა:

  • ვაზი: 1,25-100ლ წყალში.
  • ხეხილი:2კგ-100ლ წყალში.
  • ატამი და კურკოვნები(მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ): 2კგ-100ლ წყალში.
  • ატამი(ფოთლის სიხუჭუჭე, მონოლიზი): 1%-იანი ხსნარი
  • ციტრუსები: 1%-იანი ხსნარი.
  • კარტოფილი: 1კგ-100ლ წყალში.
  • პამიდორი: 0,7-0,8კგ-100ლ წყალში.

პრეპარატის კომბინირება დასაშვებია ინსექტოაკარიციდებთან და ფუნგიციდებთან, აგრეთვე წყალში ხსნად სასუქებთან.

 

This entry was posted in ფუნგიციდები. Bookmark the permalink.

18 Responses to ბორდოს ფხვნილი

  1. zaal says:

    ყვავილობის და შემდგომ ფაზაში შეიძლება გამოყენება?

    • Iza says:

      ყვავილობის შემდეგ ჯობია გამოიყენოთ რომელიმე სისტემური ფუნგიციდი და ბორდოს ფხვნილით ჩაატაროთ ბოლო წამლობა.

      • zaal says:

        მე რიდომილ გოლდით ვწამლავ, თქვენ რომელ სისტემურს მირჩევდით?

        • zaal says:

          ნესვზე ვმუშაობ და ახლა ვეგეტაციის ფაზაშია, ნაწილმა უკვე დაიწყო ყვავილების დაყრა

        • Iza says:

          რიდომილ გოლდი ძლიერი სისტემური პრეპარატია. შეგიძლიათ მაგით შეწამლოთ. მაქსიმალური გამოყენება მაგ პრეპარატის არის სამჯერადი.

          • zaal says:

            მადლობა

          • zaal says:

            რომელიმე სახელმძღვანელოს ან სანდო საიტს ხომ ვერ მიმითითებდით, სადაც დეტალურად ახსნილი იქნებოდა ნესვი-საზამთროს და სხვა კულტურების მოვლა-პატრონობა?
            წინასწარ მადლობა.

  2. zaal says:

    მადლობა, რომ მიპასუხეთ ყველა კითხვაზე.

  3. gocha says:

    რამდენ ჯერ შეიძლება მოიწამლოს ბორდოს ნარევით და რა ინტერვალით?

  4. bichiko says:

    როგორ მოვსპო სათბურში მახრები?

    • Iza says:

      მახრების საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენოთ რეგენტი ასევე დურსბანი რომელიც ერევა ღერღილთან წყალთან და შაქართან ერთად. ეს მასა შეიტანეთ სათბურში ჩითილის დარგვამდე სამი ოთხი დღით ადრე.

  5. tamuna says:

    xom ar icit rogor shevwamlo vardebi,

  6. როსტომი says:

    ლოდინის პერიოდი რას ნიშნავს

    • Iza says:

      ლოდინის პერიოდი ნიშნავს თუ რამდენი დღე ჭირდება შეწამლიდან საკვებად გამოყენებამდე.

  7. ტატო says:

    ვაზს გაუჩნდა ნაცარი, რა პრეპარატით შევწამლო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *