ანტაკი

ნაცროვანი დაავადების საწინააღმდეგო, მაღალეფექტური სისტემური მოქმედების ფუნგიციდი. გააჩნია როგორც პროფილაქტიკური ისე სამკურნალო თვისებები.

 გამოიყენება:

 ვაზის, ხეხილის, ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში გავრცელებული სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

უპირატესობები:

  • კარგი სისტემური მოქმედება.
  • მაღალი დაცვიტი, სამკურნალო და გამანადგურებელი თვისება.
  • მცენარის ყველა ორგანოს დაცვა.
  • დაბალი ხარჯვის ნორმა, მაღალი ეფექტი.
  • არ ახდენს უარყოფით გავლენას მცენარეზე.
  • თავსებადია ყველა ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან, რომელთაც არ გააჩნიათ ტუტე რეაქცია.

ხარჯვის ნორმა:

  • ვაზი: 0,3-0,4ლ/ჰა. ლოდინის პერიოდი 20 დღე.
  • კიტრი(ღია გრუნტში): 0,1-0,3ლ/ჰა. ლოდინის პერიოდი 14 დღე.
  • კიტრი(დახურულ გრუნტში): 0,35-0,4ლ/ჰა. ლოდინის პერიოდი 14 დღე.
  • ვაშლი: 0,4-0,5ლ/ჰა. ლოდინის პერიოდი 14 დღე.
  • საზამთრო: 0,3-0,4ლ/ჰა. ლოდინის პერიოდი 14 დრე.

სამუშაო ხსნარის რაოდენობა:

ვაზი 600-800ლ/ჰა

ბოსტნეული 300-400ლ/ჰა

ხეხილი 800-1000ლ/ჰა

შენიშვნა: პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება შაბიამანთან.

This entry was posted in მცენარეთა დაცვის საშუალებები, ფუნგიციდები. Bookmark the permalink.

One Response to ანტაკი

  1. მზია says:

    მაინტერესებს,თხილზე თუ შეიძლება ანტაკი. სამეგრელოში გავრცელებული ხოჭოებს რომელიც ახლა საცხოვრებელ ოთახებში შემოგვესია .რითი შევწამლოთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *