კონტაქტურ ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი.
თვისებები:
- ფართო მოქმედების სპექტრის ინსექტო-აკარიციდი.
- მაღალეფექტურია დაბალი ხარჯვის ნორმებით.
- სწრაფი მოქმედების უნარი.
- მოქმედი ნივთიერების დაბალი საჰექტარო ნორმა.
- ახასიათებს კონტაქტურ ნაწლავური და ნარჩენი მოქმედება.
- სწრაფად იჭრება ფოთლის კუტიკულაში.
- უსაფრთხოა მცენარისათვის.
- პრეპარატი არ ირეცხება წვიმით შესხურებიდან 1სთ-ის შემდეგ.
- ახასიათებს ფუტკრების მიმართ რეპელენტური თვისება.
- არ ახასიათებს გარემოზე უარყოფითი მოქმედება.
უპირატესობები:
- იცავს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას უმთავრესი მავნებლებისაგან.
- თავიდან აგვაცილებს მოსავლის დანაკარგს.
- მაღალეფექტურობა და დაბალი საჰექტარო დანახარჯი.
- მაღალეფექტურია როგორც ფოთლის მღრღნელი, ასევე მწუწნი მავნებლების წინააღმდეგ.
- მავნებლების სიკვდილიანობა აღინიშნება შესხურებიდან 24სთ-ზე უფრო ადრე.
- ხანგრძლივი დაცვა მზის მაღალი ინსოლაციის პირობებში.
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა.
- სწრაფად იშლება და არ გროვდება მცენარეში და მოსავალში ნაშთების სახით.
- არ აქვს ლოდინის ხანგრძლივი პერიოდი.
გამოყენების რეგლამენტი და პრეპარატის ხარჯვის ნორმა:
- ვაზის ფოთოლხვევიების, ტკიპების: 0,4ლ/ჰა
- ვაშლის ნაყოფჭამიების, ფოთოლხვევიების, ტკიპების: 0,32-0,48ლ/ჰა
- სანერგე ნაკვეთებში (ბალი, ალუბალი, მარწყვი, ჟოლო, ატამი) აბლაბუდიანი ტკიპების, ბუგრების, ფოთოლხვევიების: 0,5ლ/ჰა
- კარტოფილის, პამიდორის კოლორადოს ხოჭოს, ჩრჩილის: 0,1-0,2ლ/ჰა
- კომბოსტოს ხვატარის, თეთრულას, ჩრჩილების, რწყილების:0,1-0,15ლ/ჰა
- ჭარხლის რწყილის, ბუგრების, ცხვირგრძელას: 0,15ლ/ჰა
- სიმინდის ფარვანას: 0,2ლ/ჰა
- ხორბალის, ქერის მავნე კუსებურას, ჭია წურბელას, ბუგრების, პურის ხოჭოების, რწყილების, თრიფსების, ჭიჭინობელების, მარცვლოვანთა ბუზების, ხერხიების: 0,15-0,2ლ/ჰა
- შვრიის ბუგრების, ტკიპების: 0,1ლ/ჰა
- სოიას აბლაბუდიანი ტკიპას:0,4ლ/ჰა
- ლობიოს,ბარდას ბუგრების, თრიფსების, მემარცვლიების ცხვირგრძელების:0,1-0,15ლ/ჰა
- იონჯას ბაღლინჯოების, ბუგრების, ცხვირგრძელების, რწყილების: 0,15ლ/ჰა
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე არასტადიური კალიები; ჯოგური ფორმის კალიები (მცირე ხნოვანების მატლები): 0,2-0,4ლ/ჰა
- ტყის წიწვოვანი ჯიშების მერქნის მავნებლების:2,5-5მლ/კვ.მ
- საყოფაცხოვრებო პირობების მავნებლების ტარაკნების, კოღოების, ბუზების, რწყილების, ტილების, კრაზანების ჭრიჭინების წინააღმდეგ: 0,4-0,6მლ/კვ.მ