სენკრონი

სისტემური მოქმედების ჰერბიციდი კარტოფილის, პომიდორის, სოიასა და იონჯას ნათესებში.

მოქმედების სპექტრი (ორლებლიანი სარეველები): ჯიჯილაყა, ნაცარქატამა, შავთარა, თავცეცხლა, გვირილა, მატიტელა, დანდური და სხვა.

მარცვლოვანი სარეველები: მდელოს მელაკუდა, შვრიუკა, თავნასკვა, ღვარძლა, ძურწა და სხვა.

  • სისტემური მოქმედების საშუალებით სენკრონი აქტიურად გადაადგილდება მცენარის ფევებიდან ფოთლებში და ფოთლებიდან ფესვებში.
  • აქვს საუკეთესო მოქმედება, სარეველა მცენარის ფესვებზე ნიადაგში შეტანისას, აღმოცენებამდე და აღმოცენებული სარეველა მცენარის ფოთლებზე შესხურებისას.
  • უზრუნველყოფს კულტურების დაცვას მოსავლის აღებამდე.
  • რეკომენდებული ხარჯვის ნორმებში, უვნებელია კულტურული მცენარეებისთვის. ადვილად და სწრაფად იშლება ნიადაგში.

პრეპარატის ხარჯვის ნორმა:

კარტოფილში: ერთწლიან ორლებლიან და მარცვლოვან სარეველებზე

ნიადაგის შესხურება კულტურის აღმოცენებამდე 1-1,5კგ/ჰა.

სარეველების შესხურება კულტურის 5-10სმ-მდე სიმაღლისას 0,5-0,7კგ/ჰა

პამიდორში: ერთწლიან ორლებლიან და მარცვლოვან სარეველებზე

ნიადაგის შესხურება ჩითილის გადარგვამდე 0,7-1,4კგ/ჰა

სარეველების შესხურება ჩითილის გადარგვიდან 15-20 დღეში 0,5-0,7კგ/ჰა

სამუშაო ხსნარის რაოდენობა: 200-400ლ/ჰა

პრეპარატი ტოქსიკურია თევზებისთვის და არატოქსიკურია ფუტკრებისათვის.

This entry was posted in ჰერბიციდები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *