მაისტერი

აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი ჰერბიციდი სიმინდის ნათესებისთვის, ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ.

მოქმედების სპექტრი (ფართოფოთლიანი სარეველები): შვრია, ღიჭა, ავშანფოთლიანი ამბროზია, ყანის ჭლექი, ჯიჯილაყა, საპონელა, ნაცარქათამა, მინდვრის ნარი, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა, თათაბო, ლემა, ბეგიაური, თავყვითელა, ძაღლყურძენა, ჟუნჟრუკო, ქუთქუტა, ჭინჭრის დედა, ყანის ია, გვირილის სახეობები, ცეცხლეკალა, მინდვრის კესანე.

მარცვლოვანი სარეველები: მხოხავი ჭანგა, საგველა, ბურჩხა, მინდვრის მელაკუდა, მწვანე და ყვიტელი ძურწა, ღვარძლი, შალაფა, ერთწლიანი თივაქასრა.

მაისტერის გამოყენება შესაძლებელია სიმინდის ვეგეტაციის დასაწყისიდან კულტურის მიერ 10 ფოთლის განვითარებამდე. მისი ეფექტურობა მიიღწევა კულტურის 5 ფოთლის განვითარებამდე. გამოყენების შემდგომ სარეველების ზრდა 1-3 დღის განმავლობაში პრაქტიკულად წყდება. 4-10 დღის შემდეგ იწყება გაყვითლება(ქლოროზი) ან ფოთლების გაყავისფერება, 7-20 დღის შემდეგ კი სარეველას თანმიმდევრობით ნეკროზი და დაღუპვა.

მაისტერი გამოიყენება ნატურალურ, ეკოლოგიურად უსაფრთხო მიმწებებელ ბიოფაუერთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ მოქმედებას სარეველაზე. პრეპარატის მიმწებებლის გარეშე გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი ეფექტურობის დაკარგვის გამო.

შესხურებიდან 2 საათის შემდგომ ნალექების მიერ არ ჩამოირეცხება!

ხარჯვის ნორმა: მაისტერი 0.15კგ/ჰა+ ბიოფაუერი 1.5ლ/ჰა

 სამუშაო ხსნარის რაოდენობა: 200-300ლ/ჰა

 

This entry was posted in ჰერბიციდები. Bookmark the permalink.

2 Responses to მაისტერი

  1. nodari says:

    გამარჯობათ, მაინტერესებს ჰერბიციდი მაისტერის ფასი 1 ჰა ზე რა ჯდება, თავის მიმწებებელ ბიობარმთან ერთად სიმინდისათვის? მადლობა.

    • Iza says:

      1 ჰა-ზე მაისტერი სჭირდება 0,15 კგ და ბიოპაუერი 1,5 ლიტრი.
      0,15 კგ მაისტერი ღირს 90 ლარი და 1,5 ლიტრი ბიოპაუერი 16,5 ლარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *