რა.ანი

ორგანული სასუქი. ზღვის წყალმცენარის ექსტრაქტის ფხვნილი.

რა.ანი დამზადებულია ნატურალური ზღვის წყალმცენარეებისაგან. ფოთლები და ფესვები ადვილად შეიწოვს მას. არ არის ტოქსიკურად საშიში არც ადამიანებისთვის და არც ცხოველებისთვის. იგი ეფექტურად მოქმედებს პროდუქციის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელზე. მისი წყალობით მცენარე უფრო გამძლეა პარაზიტებისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ. სასუქის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ჰორმონალურ თანასწორობას და მის კვებას.

  • ხეხილში(ვაშლი, მსხალი, კივი, ატამი, ციტრუსი და სხვა) ზრდის მცენარის პროდუქტიულობას, ხელს უწყობს მცენარეს განვითარებაში და ნაყოფის გაზრდაში.
  • ვენახში აუმჯობესებს მტევნის გამძლეობას დაავადებების მიმართ და ზრდის ყურძნის მარცვლის სისქეს. ასევე ყურძენში შაქრის რაოდენობაზე ახდენს გავლენას.
  • ბოსტნეულს ეხმარება დამწიფებაში, ზრდის მის ამტანობას პარაზიტებისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ, განსაზღვრავს ნაყოფის ზრდას.
  • რა.ანი შედგება ამინომჟავების, ნახშირბადების, ვიტამინების, ჰორმონების მსგავსი ნატურალური ნივთიერებებისაგან, მიკრო და მაკრო ელემენტებისაგან, რომლებიც მინერალური და ორგანული ფორმით არიან წარმოდგენილი.

დოზირება და გამოყენების წესები:

  • ვაზი კვირტის გამოღებიდან 8-10დღის განმავლობაში 2-3ჯერ, გაიმეორეთ იგივე ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ: 0,4-0,6კგ/ჰა
  • ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ბალი კვირტების დაბერვიდან 8-10დღეში, ყვავილობამდე და ყვავილობისას: 0,6-0,8კგ/ჰა
  • სიმინდი, ხორბალი აღმოცენებიდან 8-10დღეში, განსაკუთრებით სასარგებლოა ყვავილობამდე: 0,6-0,8კგ/ჰა
  • ციტრუსი, ზეთისხილი ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ: 0,9-1,1კგ/ჰა
  • ნესვი, საზამთრო, პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, კომბოსტო, მარწყვი, კარტოფილი, მზესუმზირა გადარგვისას, ყვავილობამდე, ყვავილობისას, გამონასკვის შემდეგ: 0,4-0,6კგ/ჰა

შენიშვნა: პრეპარატის კომბინირება შესაძლებელია სხვა წყალში ხსნად სასუქებთან, ფუნგიციდებთან, ჰერბიციდებთან და ინსექტო-აკარიციდებთან.

This entry was posted in მიკრო სასუქები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *