ფოსფისანი

თხევადი სასუქი ფოსფორითა და კალიუმით.

შემადგენლობა:

  • ფოსფორის ანჰიდრიდი წყალში ხსნადი: 30%
  • კალიუმის ოქსიდი წყალში ხსნადი: 20%

“ფოსფისანი” ხელს უწყობს მცენარის შინაგან მობილიზაციას და ახდენს მცენარის ყველა ბიოლოგიური პროცესის სტიმულირებას. მისი საშუალებით ხდება უჯრედების გამრავლება, გავლენას ახდენს მცენარის ყვავილობის პროცესზე, ზრდის უჯრედების გამძლეობას, ხილის დამწიფებისას, აუმჯობესებს მის ფერს, გემოსა და ვარგისიანობას. “ფოსფისანი” ასტიმულირებს მცენარის შიგნით დამცავი მექანიზმების წარმოქმნას, რაც საშუალებას აძლევს მცენარეს უკეთ აიტანოს კლიმატური ცვლილებები, პრეპარატი აგრეთვე კარგი დამცავი საშუალებაა სოკოვანი პარაზიტებისაგან. ფოსფისანი ისნება წყალში და ესხურება ფოთლებს.

დოზირება და გამოყენების წესები:

  • ვაზი ვეგეტაციის დაწყებიდან ნაყოფის დამწიფებამდე: 3-3,5კგ/ჰა
  • ვაშლი, მსხალი, ბალი, ატამი, ჭერამი და ქლიავი: ვეგეტაციის დაწყებიდან ნაყოფის დამწიფებამდე: 4კგ/ჰა
  • ციტრუსი ვეგეტაციის დაწყებიდან ნაყოფის დამწიფებამდე: 2,5-3კგ/ჰა
  • კარტოფილი, პამიდორი, ბადრიჯანი, კიტრი, კომბოსტო, მარწყვი, მზესუმზირა და სხვა გადარგვიდან ნაყოფის დამწიფებამდე: 2,5-3კგ/ჰა
  • სიმინდი ხორბალი ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე: 2,5-3,5კგ/ჰა.

შენიშვნა: ფოსფისანის კომბინირება დასაშვებია სხვა წყალში ხსნად სასუქებთან, ფუნგიციდებთან, ჰერბიციდებთან და ინსექტო-აკარიციდებთან

This entry was posted in მიკრო სასუქები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *