სოლინურ NPK 10+5+40

აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი წყალში ხსნადი მიკრო სასუქი მიკრო ელემენტებით.

შემადგენლობა:

  • აზოტი – 10%
  • ფოსფორი – 5%
  • კალიუმი – 40%
  • მაგნიუმი – 2%
  • ბორი – 0,01%
  • სპილენძი – 0,002%
  • რკინა – 0,04%
  • მანგანუმი – ო,ო1%
  • მოლიბდენი – 0,002%
  • თუთია – 0,002%

სასუქი ახდენს მცენარეში ყველა ბიოლოგიური პროცესის სტიმულირებას. აუმჯობესებს მცენარის იმუნიტეტს არახელსაყრელი პირობების მიმართ(დაბალი და მაღალი ტემპერატურა, მავნე პარაზიტები), ზრდის ნაყოფში შაქრიანობას. სასუქში შემავალი მიკროელემენტები ავსებენ მცენარეში არსებულ ელემენტების დეფიციტს. დადებითად მოქმედებს მოსავლიანობაზე და ნაყოფის ხარისხზე.

გამოყენება და ხარჯვის ნორმა:

  • ვაზი: ფოთლოვანი გამოკვება შეთვალების დასაწყისში – 3კგ/ჰა
  • ვაზი: წვეთოვანი გამოკვება შეთვალების დასაწყისში – 40-60კგ/ჰა
  • თავთავიანი კულტურები: ფოთლოვანი გამოკვება, აღმოცენებიდან 3-4 ფოთლის ფაზაში – 2-3კგ/ჰა
  • მარწყვი: ფოთლოვანი გამოკვება მსხმოიარობის პროცესში – 2-3კგ/ჰა
  • კიტრი, პამიდორი: ფოთლოვანი გამოკვება მსხმოიარობის პროცესში – 3კგ/ჰა
  • კიტრი, პამიდორი: წვეთოვანი გამოკვება: 40-60კგ/ჰა
  • კარტოფილი: ფოთლოვანი გამოკვება ყვავილობის პერიოდში: 2-3კგ/ჰა
  • ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი:ფოთლოვანი გამოკვება ყვავილობის შემდეგ, გორგლების წარმოქმნისას: 2-3კგ/ჰა

წყლის ხარჯვის ნორმა:

  • ვაზი:ფოთლოვანი გამოკვება 700-800ლ/ჰა
  • ვაზი, კიტრი, პამიდორი, მარწყვი წვეთოვანი გამოკვება 3000ლ/ჰა
  • თავთავიანი კულტურები, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო,სტაფილო,ჭარხალი(ფოთლოვანი გამოკვება): 300-400ლ/ჰა

შენიშვნა: სასუქის კომბინირება დასაშვებია ფუნგიციდებთან, ჰერბიციდებთან და ინსექტოაკარიციდებთან.

This entry was posted in მიკრო სასუქები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *