AC 555

 

აც 555 (AC 555)

AMOXICILLIN, CIPROFLOXACIN

ბიოტეკსი, საქართველო

 პერორალური ფხვნილი შემადგენლობა: პრეპარატი AC 555 – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება ამოქსაცილინი და  ციპროფლოქსაცინი.       პრეპარატის  1 გ შეიცავს:   ციპროფლოქსაცინი – 200მგ;  ამოქსაცილინი – 100მგ;  ლაქტოზა – 700მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: ამოქსაცილინი – წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკს, რომელიც გამოიყენება პენიცილინისადმი მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მათ შორის: Haemophilius, Klebsiella, Pseudomonas, Pasteurella, Salmonella, პენიცილინისადმი ნეგატიური Staphilococcus და Streptococcus. იგი თრგუნავს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზს. ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების, ქირურგიული, ასევე ინფექციებისას რომლებიც გამოწვეულია მიკროორგანიზმების მიერ, რომლებიც მგრძნობიარეა ამოქსაცილინის მიმართ, განსაკუთრებით ინფექციები გამოწვეული სტრეპტოკოკებითა და სტაფილოკოკებით.

ციპროფლოქსაცინი –- ციპროფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალება. იგი ფართო სპექტრის ბაქტერიციდული საშუალებაა და მისი ბაქტერიოციდული ეფექტი დამოკიდებულია კონცეტრაციის დონეზე.ციპროფლოქსაცინის მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ ვლინდება  პრეპარატისადმი მგრძნობიარე ბაქტერიოციდული უჯრედების სიკვდილიანობა.ციპროფლოქსაცინი პოსტანტიბიოტიკურ ეფექტს ავლენს გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორც ლატენტურ ფაზაში, ასევე ბაქტერიების გამრავლების პერიოდში.პრეპარატი აინჰიბირებს ბაქტერიულ დნმ-ჰირაზას, მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ჰირაზას (II ტიპი ტოპოიზომერაზები) ინჰიბირებასთან, რაც არღვევს სუპერსპირალიზაციისა და დნკ-ს სინთეზის პროცესს.აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების და კოკების მიმართ, სხვადასხვა სახეობის შტამების ჩათვლით Pseudomonas aeruginosa, Klebsiella sp, Ecoli, Enterobacter, Campylobacter, da Vibrio, Salmonella, Pasteurella, Clostridum, Staphilococcus, Streptococcus, Haemophilius და სხვა.

ჩვენებები: პრეპარატი – AC 555  მოიცავს ფართო სპექტრს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა, მათ შორის: მკურნალობა და პროფილაქტიკა ისეთი დაავადებებისა რომლებიც Salmonella, Pasteurella, Clostridum, Staphilococcus, Streptococcus, Haemophilius და სხვა.პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი კარგად გაიწოვება ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფართოდ ვრცელდება ორგანოებსა და ქსოვილებში. მაქსიმალურ კონცეტრაციას აღწევს და ნარჩუნდება 6 საათს, თერაპიულ  კონცეტრაციას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაშიპრეპარატი – AC 555  გამოიყენება ყველა სახის შინაურ ფრინველში შემდეგი დაავადებების დროს: _ სასუნთქი გზების ინფექციების (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ); _  კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სიტემის ინფექციების _   ფრინველის ქოლერის,_ ქირურგიული ინფექციების, ასევე სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციებისას- კოლიბაცელიოზის, სალმონელოზისა და მიკოპლაზმოზებისას.

დოზირება:პრეპარატი მიიღება პერორალურად, გახსნილი სასმელ წყალში. საჭირო დოზა მიიღება :ფრინველი – 1გრ – 4ლ წყალში,  3-5 დღეხბო, ღორი – 1გრ 20კგ ცოცხალ წონაზე დღეში 2-ჯერ 5-7 დღე

გვერდითი მოვლენები: ჩვენებების  მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

დაყოვნების პერიოდიფრინველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის მიცემიდან 11 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმაორალური ფხვნილი. პოლიეთილენის პაკეტი 250გრ  და პოლიეთილენის ფლაკონი 50გრ.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება ,,ბ” სიით,  მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,  არაუმეტეს 200Cტემპერატურისა.ვარგისობის ვადა 2 წელი.

 

 
This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *