ტილოტექსი

ტილოტექსი
ბიოტეკსი, საქართველო
ფხვნილი პერორალური გამოყენებისათვის

შემადგენლობა – ტილოზინის-ტარტრატი. . . . . . . 1 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები – ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით; იგი აქტიურია გრამდადებითი და ზოგიერთ გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: კოკი, კორინებაქტერია, კლოსტრიდია, პასტერელა, ჰემოფილუსი, ლეპტოსპირები, ნეისერია, ბრუცელა, რიკეცია, სპიროხეტა, ვიბრიონი, ერიზიპელოტრიქსი. ასევე მოქმედებს პსიტაკოზის ჯგუფის მსხვილ ბაზოფილურ ვირუსებზე. პრეპარატის აქტიური მოქმედება დაფუძნებულია აქტიური ნივთიერების რიბოსომებთან შეერთების გზით პროტეინების ბაქტერიალური სინტეზის დათრგუნვაზე. ამასთანავე ხდება პეპტიდილტრანსფერაზასთან ინტერფერენცია, რაც აბრკოლებს პეპტიდური ჯაჭვების ფორმირებას. პრეპარატი ამორჩევითად მოქმედებს პათოგენურ მიკოპლაზმებზე. ტილიზინის ტარტრატი ხელს უწყობს სასუნთქი გზების მიკოპლაზმოზის თავიდან აცილებას, ფრინველის მასის გაზრდას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. პრეპარატი შეთავსებადია სულფანილამიდებთან, ნიტროფურანებთან, ერითრომიცინთან, სპექტომიცინთან.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება: ფრინველებში – რესპირატორული მიკოპლაზმოზის და ინდაურის ინფექციური სინუსიტის, წიწილებისა და ინდაურების ქრონიკული რესპირატორული ინფექციების, ქათმების და ინდაურების სპიროხეტოზის, ნეკროზული ენტერიტის და ქათმების გადამდები სურდოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გოჭებში – დიზენტერიის, ბაქტერიული ეტიოლოგიის გასტროენტეროკოლიტის, ასევე ბრონხოპნევმონიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ხბოებში, ბატკნებში, თიკნებში – ტილოზინისადმი მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული დიზენტერიის, გასტროენტეროკოლიტის, ბრონქოპნევმონიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
დოზირება: ტილოზინის ტარტრატს პირუტყვს და ფრინველს უნიშნავენ პერორალურად სასმელ წყალთან ერთად. პირუტყვს და ფრინველს პროფილაქტიკისა და მკურნალობის პერიოდში ეძლევა მხოლოდ ანტიბიოტიკიანი წყალი. პრეპარატს წინასწარ ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში და ეს წყალი ემატება პრეპარატს და არა პირიქით. მომზადებულ ხსნარს ხსნიან წყალში საჭირო კონცენტრაციის მიღებამდე. რესპირატორული მიკოპლაზმისა და ინფექციური სინუსიტის პროფილაქტიკისათვის პრეპარატს უნიშნავენ შემდეგი კონცენტრაციით 1 გ ტილოზინის ტარტრატი 2 ლ სასმელ წყალში 3-5 დღის განმავლობაში ასეთი მიმდევრობით:
სანაშენე ფრინველი – გამოჩეკიდან პირველ 72 საათის განმავლობაში სასმელ წყალში უმატებენ ტილოზინის ტარტრატის 35 გ-ს ყოველ 1000 წიწილაზე. 0.5 გ (ნახევარი ჩაის კოვზი) 1 ლ სასმელ წყალზე. პროფილაქტიკას ატარებენ 1-3 დღის განმავლობაში. ერთი თვის ასაკში განმეორებით აძლევენ იგივე დოზას 1-3 დღის განმავლობაში.
9-12 კვირის ასაკში პროფილაქტიკის მიზნით ატარებენ მე-3 დამუშავებას, რისთვისაც პრეპარატის 0.5 გ ხსნიან 1 ლ სასმელ წყალში. პროფილაქტიკას ატარებენ 1-3 დღე. ასეთივე შეფარდებით ატარებენ პროფილაქტიკას 18-20 კვირის ასაკში. მეკვერცხული ჯიშის სამრეწველო ფრინველი: პროფილაქტიკის მიზნით ამუშავებენ გამოჩეკიდან 72 საათის განმავლობაში, შემდეგ 4 კვირის ასაკში და მესამე დამუშავებას ატარებენ, როცა ფრინველი 84-85 დღისაა. ბროილერები: პროფილაქტიკის მიზნით პირველ დამუშავებას ატარებენ გამოჩეკვიდან 72 საათის განმავლობაში, განმეორებით ამუშავებენ 28-29 დღის ასაკსი. ქათმების რესპირატორული მიკოპლაზმოზით, ქრონიკული რესპირატორული ინფექციით, სპიროხეტოზით, ნეკროტული ენტერიტით ან გადამდები სურდოთი დაავადების შემთხვევაში მკურნალობას ატარებენ 3-5 დღის განმავლობაში. 0.5 გ პრეპარატი 1 ლ სასმელ წყალზე.
ინდაური: პირველი 5 დღის განმავლობაში აძლევენ 12.5 გ ტილოზინის ტარტრატს, 0.5 გ (ნახევარი ჩაის კოვზი) 1 ლ სასმელ წყალში განზავებით, 1-3 დღის განმავლობაში. ერთი თვის ასაკსი განმეორებით დამუშავებას აწარმოებენ შემდეგი გაანგარიშებით: 7.5 გ ყოველ 100 ინდაურზე, პროპორციით 0.5 გ 1 ლ სასმელ წყალზე.
ასეთი პროფილაქტიკა საკმარისია 16 კვირის ასაკში. ინდაურების რესპირატორული მიკოპლაზმოზით, ქრონიკული რესპირატორული ინფექციით, სპიროხეტოზით, ნეკროტული ენტერიტით ან გადამდები სურდოთი დაავადების შემთხვევაში პრეპარატს აძლევენ შემდეგი გაანგარიშებით: პრეპარატის 0.5 გ 1 ლ სასმელ წყალზე არაუმეტეს 5 დღისა.
გოჭები: დიზენტერიის და გასტროენტერიტების სამკურნალოდ ტილოზინის ტარტრატს უნიშნავენ შემდეგი კონცენტრაციით: 0.25გ (1/4 ჩაის კოვზი) ანტიბიოტიკი 1 ლ სასმელ წყალზე3-10 დღის განმავლობაში (2-12 მგ/კგ-ზე გაანგარიშებით) დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
ხბოები, ბატკნები, თიკნები – გასტროენტეროკოლიტის, დისპეპსიის და ბრონქოპნევმონიის მკურნალობისათვის პრეპარატს ხსნიან შემდეგი შეფარდებით: 0.25 გ ანტიბიოტიკი 1 ლ სასმელ წყალში გახსნილი (6-15 მგ/კგ) 3-8 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლენილა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ერითრემა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტილოზინი ითვლება ნაკლებად საშიშ პრეპარატად.
უკუჩვენებები: არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ცხენებში, რადგან მათ შეიძლება განუვითარდეს ძლიერი დიარეა. პრეპარატი არ ეძლევა კვერცხისმდებელ ქათმებს, რომელთა კვერცხი გამოიყენება საკვებად.
განსაკუთრებული მითითებები: ფრინველის და ღორის ხორცი გამოიყენება პრეპარატის შეწყვეტიდან 5 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: ფხვნილი დაფასოებულია ფლაკონებში 0.5 გ, 1 გ და 50 გ ოდენობით.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება ბნელ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *