პოლოდოქსინი

პოლოდოქსინი
ინვესა, ესპანეთი

შემადგენლობა: დოკსიციკლინი (გიკლატი) 100 მგ, შემავსებელი 1 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ტეტრაციკლინები – ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკია,  დოქსაციკლინის ბაქტერიციდული მოქმედება აფერხებს მიკრობული უჯრედის ცილის სინთეზს. იგი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, გრამუარყოფითი ბაქტერიების როგორიცაა: Pasteurellaspp., Escherichia coli, Salmonella spp. გრამდადებითი როგორიცაა:Staphylococcus aureus, Streptococcus spp.;  აერობული ბაქტერიების: Clostridium spp, მიკოპლაზმოზის, ქლამიდიების და სხვა გაცილებით მარტივი ბაქტერიების მიმართ. დოქსაციკლინი კარგად გაიწოვება ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალურ კონცეტრაციას სისხლში 2-4 საათის შემდეგ, დოქსაციკლინის ცხიმდაშლადობა უზრუნველყოფს ფართოდ გავრცელებას ყველა ორგანოებსა და ქსოვილებში, თირკმლის არხების მეშვეობით კარგად განიცდის რეადსორბციას.კონცეტრაცია სისხლში ნარჩუნდება 18-24 საათს, გამოყოფა ხდება ძირიტადად ფეკალური მასის სახით.
ჩვენებები: ფრინველი – მიკოპლაზმოზი, კოლიბაქტერიოზი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები. ღორი: სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ღორების რესპირატორული დაავადებების აღმძვრელები არიან Pasteurella multocida, Bordetella bronchiseptica da Mycoplasma hyopneumoniae, პირველი ორი აღმძვრელი იწვევს ატროფიულ რინიტს. Mycoplasma hyopneumoniae da Pasteurella multocida  იწვევენ ღორის ენზოოტიურ პნევმონიას. მსხ. რქ. პირ: ბრონხოპნევმონია, პასტერელოზი, ვირუსული დაავადებების შემდგომი მეორადი ინფექციები.
ცხვარი: პნევმონია, პასტერელოზი, ქლამიდიოზური აბორტები.
დოზირება: მიიღება ორალურად. ფრინველი: 0,5 – 1მლ პოლოდოქსინი იხსნება 1000ლ სასმელ წყალში, მკურნალობის კურსი 3-5 დღე. ღორი: 10 მლ პოლოდოქსინი 10 კგ  ც.წ.-ზე სასმელ წყალთან ერთად 5 დღის განმავლობაში. მსხ. რქ. პირ: 10 მლ პოლოდოქსინი 10 კგ  ც.წ.-ზე სასმელ წყალთან ერთად 5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები: არ შეიძლება ტეტრაციკლინებისადმი მგრძნობიარე ცხოველებში გამოყენება. არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობისას, მაკეობის და ლაქტაციის  დროს, არ გამოიყენება კვერცხისმდებელ ქათმებში.
გვერდითი მოვლენები: პოლოდოქსინის გამოყენებისას ცხოველი უნდა მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს, რამდენედაც ანტიბიოტიკმა შეიძლება გაზარდოს კანის ფოტომგრძნობელობა.
დაყოვნების პერიოდი: ფრინველის ხორცი საკვებად გამოიყენება პრეპარატის ბოლო მიცემიდან 6 დღის შემდეგ, ღორის ხორცი – 10 დღის შემდეგ. კვერცხი არ გამოიყენება.
გამოშვების ფორმა: ფლაკონები  1მლ, 5 მლ
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას +50ჩ დან 250ჩ-მდე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი

This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *