ბიოკოქცი

ბიოკოქცი (BIOCOCC)

Toltrazuril

ბიოტეკსი, საქართველო

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 25მგ მოქმედ ნივთიერება _ ტოლტრაზურილს. ტოლტრაზურილი (მეთილ[5-(პროპისულფანილ)-1-H-ბენზიმიდაზოლ-2-ილ]კარბამატი) მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტიკოკციდური პრეპარატი. აქტიურია კოკციდების მიმართ (Eimeria acervulina, Eimeria brunette, Eimeria necatrix, Eimeria mitis, Eimeria adenoids, Eimeria meleagrimitis, Eimeria anceris, Eimeria, Eimeria truncate), მათ შორის  მდგრადი სხვა ანტიკოკციდური პრეპარატების მიმართ. ბიოკოქციი თბილსისხლიანი ცხოველებისთვის ზომიერად ტოქსიკურია. რეკომენდებულ და 10-ჯერ გაზრდილ დოზებში მიღებისას არ იწვევს ფრინველებში გვერდით მოვლენებსა და გართულებებს, არ აბრკოლებს კოკციდიოზის საწინააღმდეგო იმუნიტეტეის ფორმირებას.

ჩვენებები: ბროილერის, ქათმის სარემონტო მოზარდის, ინდაურის, ბატისა და იხვის კოკციდიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოზირება: ფრინველს პრეპარატს უნიშნავენ ქვეშსაფენში კოკციდიების კრიტიკული რაოდენობის მიღწევისას (10-20 ათასი/გ), აგრეთვე დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლინებისას. ბიოკოქცის გამოყენება ხდება 2 დღის განმავლობაში წყალთან ერთად დოზით 7 მგ ტოლტრაზურილი (აქტიური ნივთიერება) ფრინველის 1 კგ მასაზე (28 მლ 2,5% ბიოკოქცის ხსნარი 100 კგ ფრინველის მასაზე), რაც ექვივალენტურია 1 მლ 2,5% პრეპარატის ხსნარისა 1მლ  სასმელ წყალზე. აღნიშნულს ასმევენ ფრინველს 24 საათის განმავლობაში, ან 3 მლ 2,5% პრეპარატის ხსნარი 1ლ წყალზე, რომელსაც აძლევენ ფრინველს 8 საათის განმავლობაში 2 დღე ზედიზედ. დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 5 დღის შემდეგ. ბიოკოქცის სამკურნალო ხსნარი აქტივობას ინარჩუნებს 48 საათის განმავლობაში. ნალექის წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატი კარგად უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები: ჩვენების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კვერცხმდებელ ქათმებში.

დაყოვნების პერიოდი: ფრინველის სახორცედ დაკვლა შეიძლება პრეპარატის უკანასკნელი გამოყენებიდან 8 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე ფრინველის იძულებით დაკვლის შემთხვევისას ხორცის გამოყენება ძვლისა და ხორცის ფქვილის დასამზადებლად.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი თავსებადია საკვებდანამატებთან, ვიტამინებთან და ფრინველის სამკურნალო სხვა საშუალებებთან. ბიოკოკსთან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენის და ვეტერინარიულ პრეპარატებთან მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკით გათვალისწინებული წესები. პრეპარატის კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას უნდა ჩამოირეცხოს წყლის ჭავლით.

გამოშვების ფორმა: ბიოკოქცის ხსნარი დაფასოებულია ამპულებში 1მლ ოდენობით და 100მლ, 1ლ  პოლიეთილენის ფლაკონებში.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება ,,ბ” სიით,  მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,  პრეპარატი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული ქარხნული შეფუთვით,  10-25°ჩ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა 2 წელი.

This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *