ენროფლოქსაცინი

ენროფლოქსაცინი
Enrfloxacin
ENROFLOXACIN
DAVATI, საქართველო

 

შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს
ენროფლოქსაცინი . . . . . . . . 10 გ     
ნატრიუმის ჰიდროქსიდი . . . . 1,2გრ
ბუტანოლი . . . . . . . . . . . . 2 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ენროფლოქსაცინი ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის ეშერიხიების, სალმონელების, პასტერელას, სტაფილოკოკების, კლებსიელის, პსევდომონადების, კამპილობაქტერიების, კორინებაქტერიების, კლოსტრიდიების, და მიკოპლაზმის საწინააღმდეგოდ. ენროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან.

ჩვენებები:
შინაური ფრინველი – მიკროპლაზმური ინფექციები – ინფექციური სინოვიტი და პოლიცეროზიტი, ინდაურის მგუდავი ანთება და სხვა მიკროპლაზმური ინფექციები. ბაქტერიული ინფექციები: კოლი და კოლისეპტიცემია-კოლიბაცილოზი, ტიფი, პარატიფი, და პულოროზი, ჰემორაგიული სეპტიცემია-პასტეროლოზი, ქოლერა, გადამდები სინუსიტის, ავიანური ფსევდოტუბერკულოზი, ფსევდომონიაზი, ვიბრიოზი, ტულარემია, ლისტერიოზი, ქლამიდიის ინფექციები, ჰისტომონიაზი, ჰექსამიტიოზი, სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციები. ლარინგოტრაქეიტი, სპიროქეტოზი ინფექციური ჰეპატიტის, წიწილების ადრეულ ასაკში დახოცვა, ვირუსული ინფექციების მეორადი გართულებები გამოწვეული სტრესული მდგომარეობით.

სხვა ცხოველებში:
მიკროპლაზმური ინფექციები – ახალ დაბადებული ცხოველების გადამდები და ენზოოტური  პნევმონია,  პოლიართრიტი,  მასტიტი,  აგალაქტია,  გადამდები კერატოკონიუქტივიტი და ვულვოვაგინიტი. ბაქტერიული ინფექციები – ახალდაბადებულთა სეპტიცემია-კოლისეპტიცემია-დიზენტერია კოლიბაცილიოზი, სალმონელოზი, კლოსტრიდიოზი და ღვიძლის ინფექციური ნეკროზი, ენტერიტი,  მასტიტი,  აგალაქტია,  მეტრიტი, ჰემორაგიული სეპტიცემია-პასტერელოზი-ციება, ენზოოტური პნევმონია, ბრონქოპნევმონიით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და  უროგენიტალური გზების ინფექციები, აგრეთვე გარე ყურის, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადება.

მიღების წესი და დოზირება:
ხბო, ბატკანი, თხა, გოჭი; ძაღლი და კატა – საშუალო დღიური დოზა – 1 გ 2 კგ სხეული წონაზე.
1-3 კვირამდე  ასაკის ბროილერებისათვის, სახორცე ინდაურებისა და ბლოილერის სანაშენე გუნდისათვის დოზა შეადგენს 50მლ, პრეპარატი 100ლ. სასმელ წყალზე.
სალმონელოზის, შერეული ან ქრონიკული ინფექციების დროს 3 კვირის ასაკიდან 10 მლ. პრეპარატი 100ლ. სასმელ წყალზე.
3 თვის ასაკიდან ფრინველს წყლის მცირე მოხმარებით ორგანიზმის მასაზე გაანგარიშებით პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას დოზით 10 მგ. ენროფლოქსაცინი 1 კგ. მასაზე დღე–ღამის განმავლობაში.
მკურნალობის ვადა 3-5 დღეა, სალმონელოზის, შერეული და ქრონიკული ინფექციების დროს 5 დღე. მკურნალობის პერიოდში ფრინველი უნდა ღებულობდეს მხოლოდ ენროფლოქსაცინის შემცველ წყალს.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები:
კვერცხმდებელ ქათმებში პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ენროფლოქსაცინის კვერცხთან ერთად გამოყოფის გამო.

პრეპარატთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას  ჰიგიენისა და ვეტერინარიულ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხოების ტექნიკით გათვალისწინებული წესები.

მოცდის პერიოდი:
ფრინველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 11 დღის შემდეგ, ფრინველთა კვერცხი  საკვებად  გამოიყენება პრეპარატის ბოლო მიღებიდან 9 დღის შემდეგ, ცხოველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
ენროფლიქსაცინის გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს აღმძვრელის მგრძნობელობა ფტორქინოლონების მიმართ. ტეტრაციკლინთან ენროფლოქსაცინის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ანტაგონისტური ეფექტები.

ენროფლოქსაცინის გამოყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა:
100მლ, 1ლ და 5ლ-იანი მუქი ფერის პლასტმასის ფლაკონებში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-250 C ტემპერატურაზე.

ვადა: – 3 წელი.

 

This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *