ენროფლოქსი

ენროფლოქსი 10% (ENROFLOX 10%)

ENROFLOXACIN

INVESA, ესპანეთი

ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის

გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერის.

შემადგენლობა:

                                                                     1 მლ

ენროფლოქსაცინი . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის Echerichia coli, Haemophilus spp., Klebsiella spp., Pasteurella spp., Pseudomonas spp., Bordetella spp., Campylobacter spp., Erysipelothrix spp., Corynebacterium spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp.,  Actinobacillus spp., Clostridium spp., Bacteroides spp., Chlamydia spp., Rickettsia spp.,  Mycoplasma spp. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნკ-ს გირაზას ფერმენტის დამუხრუჭებით, რომელიც ძირითადად დნკ-ს რეპლიკაციის კატალიზატორად გვევლინება ბაქტერიული უჯრედის ბირთვში.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი კარგად გაიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს პრეპარატის მიღებიდან 1.5-2 საათში და ნარჩუნდება 6 საათს. თერაპიულ კონცენტრაციას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში. ფართოდ ვრცელდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ციპროფლოქსაცინში.გამოიდევნება ფეკალთან და ნაღველთან ერთად.

ჩვენებები

ბროილერებში და ფრინველთა სარემონტო მოზარდში პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები, მათ შორის:

–              კოლიბაქტერიოზი;

–              სალმონელოზი;

–              სტრეპტოკოკოზი;

–              მიკოპლაზმოზი.

ბროილერებში და ფრინველთა სარემონტო მოზარდში შერეული ინფექციური დაავადებები და მეორადი ინფექციები ვირუსული დაავადებების დროს.

დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად 3 დღის განმავლობაში, სალმონელოზის დროს – 5 დღის განმავლობაში. ხსნარი მიიღება წყალთან შერეული გაანგარიშებით 0.5 მლ 1 ლ წყალზე. ხსნარს ამზადებენ ფრინველის Dდღეღამური წყლის მოთხოვნილების გათვალისწინებით. მკურნალობის დროს ფრინველმა უნდა მიიღოს მხოლოდ პრეპარატის შემცველი წყალი.

გვერდითი მოვლენები

ჩვენებების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. უკუჩვენებები

–              არ დაიშვება პრეპარატის მიღება კვერცხმდებელ დედლებში;ş

–              ქინოლონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან ან ტეტრაციკლინთან ერთდროული მიღება ანტაგონისტური ეფექტის გამოვლინების გამო. ცხოველთა სახორცედ დაკვლა შესაძლებელია პრეპარატის საბოლოო მიღებიდან 11 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულ ცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად ან ხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში. პრეპარატთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას  ჰიგიენისა და ვეტერინარიული პრეპარატებით მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკით გათვალისწინებული წესები. აკრძალულია პრეპარატის ცარიელი ყუთების გამოყენება საკვები პროდუქტებისათვის.

გამოშვების ფორმა:

1ლ კონტეინერი

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *