ფუროქსი

ფუროქსი
ბიოტეკსი, საქართველო
ორალური ფხვნილი

შემადგენლობა: ფუროქსის 1გ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი – 300 მგ, ფურაზოლიდონი – 330 მგ, მეტრონიდაზოლი – 300 მგ; დამხმარე ნივთიერება – ლაქტოზა 70მგ.

აღწერა: გრანულოვანი ფხვნილი ღია მოყვითალო ფერის, წყალში მცირედ ხსნადი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფუროქსი წარმოადგენს კომპლექსურ პრეპარატს,  მასში შემავალი ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის, ფურაზოლიდონისა და მეტრონიდაზოლის კომბინაცია ხასიათდება მაღალი ეფექტურობით,  ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკული მოქმედებით. მეტრონიდაზოლი აბლოკირებს ცილების ნიტროჯგუფს და არღვევს უმარტივესთა უჯრედებში ჟანგვა-აღდგენით ბალანსს, რაც იწვევს ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ უმარტივესთა დნმ-თან, რის შედეგადაც ისინი იღუპებიან. პრეპარატში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიმიკრობული მოქმედება ისეთი უმარტივესი ბაქტერიების მიმართ როგორიცაა: Balantidium, Entamoeba hystolytica, Treponema hyodysenterie, Histomonas meleagridis, Lamblia intestinalis Eimeria spp, Trichomonas columbae, T gallinae. ასევე ანაერობების მიმართ: Bacteroides, Fmobacterium, Clostridium, Eubacter.  პრეპარატი აქტიურია ასევე უმრავლესობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების მიმართ.
 

ჩვენებები: ფუროქსი გამოიყენება ყველა შინაური სახის ცხოველში, ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევია პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმები. ფრინველები – ჰისტომონოზა, სალმონელოზი, ტრიქომონოზი, ეიმერიოზი; მსხვილი რქოსანი პირუტყვი – კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი,   ტრიქომონოზი, ეიმერიოზი, გაურკვეველი ეთიოლოგიის ენტერიტები, ასევე ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებით გამოწვეული ინფექციები.
ღორი–ბალანტიდიოზი, ბაქტერიული და პროტოიზული ეტიოლოგიის დიზენტირეა, სალმონელოზი, ეიმერიოზი; ბოცვერი, ნუტრია – ეიმერიოზი (ღვიძლის კოკციდიოზი).

დოზირება: გამოიყენება ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპიისას, ჯგუფური გამოყენებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს პრეპარატის თანაბარი გადანაწილება  საკვებში. ფრინველი – მკურნალობა 1გრ-1კგ საკვებში 5-6დღე,  პროფილაქტიკა  1გრ-2კგ საკვებში 8 -10 დღე, მსხვილი რქოსანი პირუტყვი -1გრ 20-30კგ  ცოცხალ წონაზე 5-6 დღე, ღორი –  მკურნალობა 1გრ-1კგ საკვებში 5-7დღე, პროფილაქტიკა 1გრ-2კგ საკვებში ან 0,15გრ-10კგ ცოცხალ წონაზე ყოველ 22სთ 5-6 დღე. 0,06გრ-10კგ ცოცხალ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 10-12 დღე. ბოცვერი –მკურნალობა 0,05გრ – 1კგ ცოცხალ წონაზე 3-ჯერ დღეში 3-4  დღე.  ასხლეტვის დროს 0,25გრ – 10ბაჭიაზე 10-12 დღე.

გვერდითი მოვლენები:
არ უნდა იქნეს გადაჭარბებული დოზირება ერთ თვემდე ასაკის ხბოებისათვის, რადგანაც შესაძლებელია მაღალი მგრძნობელობა ფურაზოლიდონისადმი.
ცალკეულ ცხოველებს მეტრონიდაზოლის მიმართ მაღალ მგრძნობელობის გამო შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქციები როგორიცაა: სისუსტე, ციებცხელება, ჭინჭრის ციება, ღებინება.

უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში, კვერცხმდებელ ქათმებში, მაკეობის  პერიოდში.

დაყოვნების პერიოდი: ცხოველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიცემიდან 14 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: დაფასოება ხდება ვერცხლის ფერი პოლიეთილენის 250გრ პაკეტებში.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს  25°ჩ ტემპერატურისა.

ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

This entry was posted in ანტიბიოტიკები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *