ოქსიკლოზანიდი 500

შემადგენლობა:
1 ბოლუსი შეიცავს:
ოქსიკლოზანიდი . . . . . 500 მგ.

დახასიათება:
ოქსიკლოზანიდი – სალიცილამიდის ჯგუფის პრეპარატია, ეფექტურია ტრემატოდების უმწიფარი ფორმების მიმართ: ფასციოლოზის, პარამფისტომატოზის, დიკროცელიოზის დროს. ცესტოდების: მონიეზიოზის, ავიტელინოზის, თიზანიეზიოზის დროს. ოქსიკლოზანიდისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პარაზიტებში ჟანგვითი ფოსფორილირების წარმართვაზე. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ცხოველების მაკეობაზე. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი მოქმედება.

ჩვენებები:
ოქსიკლოზანიდი 500 გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის სადეჰელმინთიზაციოდ.

მიღების წესი და დოზირება:
ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად, შემდეგი დოზებით:
ფასციოლოზი და სხვა ჰელმინთები…1 ბოლუსი 50 კგ. ცოცხალ წონაზე.
პარამფისტომატოზი…………………………1 ბოლუსი 35 კგ. ცოცხალ წონაზე.

უკუჩვენებები:
გამოვლენილი არ არის.

მოცდის პერიოდი:
ხორცი: 14 დღე.
რძე: 14 დღე.

გამოშვების ფორმა:
100 ბოლუსის შემცველობის მუყაოს ყუთი.

შენახვის პირობები:
ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 35˚ C ტემპერატურაზე

This entry was posted in ანტიჰელმინთები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *