სულტრიმი

სულტრიმ-480
ბიოტეკსი, საქართველო
აბები

  
შემადგენლობა: სულფამეტოქსაზოლი . . . . . . . . . 400 მგ, ტრიმეტროპრიმი . . . . . . . . . . . . 80 მგ
აბები დაფასოებულია კონტეინერებში 40 აბის ოდენობით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: სულტრიმ 480 ხასიათდება ძლიერი ანტიპარაზიტული აქტივობით. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების ხარჯზე ზემოქმედებას ახდენს ინფექციური დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ჩვენებები: სულტრიმ-480 გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველებისათვის, სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტროპრიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ:
– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადება;
– საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება;
– შარდსასქესო ორგანოების დაავადება;
– ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები;
– კანის ინფექციები;
– რბილი ქსოვილების ინფექციები.
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები: დიარეზი, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პნევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი.
ღორი: კოლიბაქტერიოზი, ატროფიული რინიტი, სალმონეოზი, პასტერელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპნევმონია, წითელი ქარი.
ფრინველი: კოკციდიოზი, პასტერელოზი, კოლისეპტიცემია, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი, ინფექციური სურდო.
ბოცვერი: კოკციდიოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი.
დოზირების რეჟიმი: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს, ხორცისმჭამელს, ღორს და ბოცვერს პრეპარატი ეძლევათ საკვებთან ერთად ან წყალში და რძეში შერეული. 1 აბი (480 მგ) 15 კგ მასაზე. სადღეღამისო დოზაა ორი მიცემა 12 საათის ინტერვალით. ქათმებს – პრეპარატი ეძლევა წყალთან ან საკვებთან ერთად შემდეგი დოზებით:
1 კვირის წიწილებს – 1/4 აბი (120 მგ) 2 ლ წყალში; მეხორცული და კვერცხის მდებელი მიმართულების მოზარდ ქათმებს (1-8 კვირის ასაკის) – 1/4 აბი (120 მგ) – 1 ლ წყალში ან 1/2 აბი (240 მგ) 1 კგ საკვებში; კვერცხისმდებელ ქათმებს (20 კვირაზე უხნესი) – 1/2 აბი (240 მგ) 1 ლ წყალში ან 3/4 აბი (360 მგ) – 1 კგ საკვებში.
ინდაურებს (5-20 კვირის ასაკის) – 1/2 აბი (240 მგ) 1 ლ წყალში. პრეპარატის წყალთან მიცემისას პრეპარატის საჭირო რაოდენობას წინასწარ ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში (100-150 გ) ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მიღებულ სუსპენზიას ურევენ სრულ გახსნამდე. ყველა სახის ცხოველის მკურნალობას აწარმოებენ დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობამდე 2 მომდევნო დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოფლენილა. ძაღლს და ღორს სულფადინამიდის მიმართ მაღალმგრძნობელობის გამო შეიძლება განუვითარდეს ღებინება. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები: მაკეობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მაღალმგრძნობელობა.
ზრდასრულ ცხოველებისათვის პრეპარატის მიცემა არაა რეკომენდირებული. პრეპარატის მიცემა არ შეიძლება სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლის და თირკმლების დაავადებების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ცხოველის ხორცი საკვებად გამოიყენება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
აბები დაფასოებულია კონტეინერებში 40 აბის ოდენობით.
შენახვის პირობები და ვადა: სია ბ, პრეპარატი ინახება მჭიდროდ დახურულ ტარაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20ჩ ტემპერატურაზე.

 

This entry was posted in ანტიბაქტერიული. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *