განამინოვიტი

განამინოვიტი (Ganaminovit)

INvensa, ესპანეთი

ვიტამინურ-ამინომჟავური ნარევი

 

შემადგენლობა:

  • ვიტამინი A                     10 000 000 მ.ე.
  • ვიტამინი D3                    1 000 000 მ.ე.
  • ა-ტოკოფეროლი                   10 გრ
  • ვიტამინი B1                         2 გრ
  • ვიტამინი B2                         4 გრ
  • ვიტამინი B6                         1,5 გრ
  • ვიტამინი C                           25 მგ
  • ვიტამინი K3                         1,5 მგ
  • პანტოტენატ კალციუმი           10გრ
  • ფოლიუმის მჟავა                   500 მგ
  • ნიკოტინამიდი                      20 გრ
  • ბიოტინი                              15 მგ
  • D,L-მეთიონინი                     50 გრ
  • L-ლიზინი                            50 გრ
  • L-ტრიპტოფანი                     6,4 გრ
  • L-ტრეონინი                        18,6 გრ
  • ალანინი                              12,96 გრ
  • არგინინი                             15,6 გრ
  • ვალინი                                27,4 გრ
  • სერინი                                24 გრ
  • ასპარგინის მჟავა                   27,8 გრ
  • გლუტამინის მჟავა                 85 გრ
  • პროლინი                            39,2 გრ
  • გლიცინი                             80 გრ
  • ცისტინი                              1,9 გრ
  • ლეიცინი                             35,4 გრ
  • იზოლეიცინი                       23,6 გრ
  • ფენილალანინი                    19 გრ
  • ჰისტიდინი                          11,8 გრ
  • შემავსებელი                       1 კგ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პოლივიტამინური პრეპარატი ამინომჟავებით. პრეპარატის მოქმედება ხელს უწყობს ცხოველთა, მათ შორის ფრინველების, ზოგადი ტონუსის აწევასა და გაძლიერებას. ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში და აუცილებელნი არიან ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. უცვლელი ამინომჟავები საჭიროა ცილების სინთეზისათვის. საკვებთან მათი არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება იწვევს ცხოველთა და ფრინველთა პროდუქტიულობისა და მიღებული საკვების ათვისების დაქვეითებას. განამინოვეტი კომპენსაციას უწევს ვიტამინების და ამინომჟავების დეფიციტს, რომელიც ვითარდება არადაბალანსებული კვების დროს. პრეპარატი დადებითად მოქმედებს ბუმბულის და მატყლის მდგომარეობაზე, აუმჯობესებს მადას. ასტიმულირებს ცხოველთა პროდუქტიულობას, ამაღლებს ფრინველის კვერცხმდებლობას, ხელს უწყობს ცხოველების წონის მატებას. პრეპარატი დადებითად მოქმედებს რეპროდუქტიულ ხარისხზე, ხელს უწყობს იმუნიტეტის განმტკიცებას.

ჩვენებები: სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ვიტამინების და ამინომჟავების უკმარისობა, რომელიც ვითარდება: არადაბალანსებული კვების დროს; სტრესის დროს; დასუსტებულ მდგომარეობაში.

ტონუსის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის:

–  ვაქცინაციის შემდეგ;

– ანტიბიოტიკებით და კოკციდიოსტატიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

დოზირება: პრეპარატი გამოიყენება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად დალევით ან საკვებთან შერევით შემდეგ დოზებში:

ცხოველის სახეობა

დოზა გ/ლ დასალევი წყალი

დოზა (/კგ საკვები)

ცხენი, ღორი

0.25

0.5

ფრინველი

0.125-0.25

0.25-0.5

ფრინველს პრეპარატს აძლევენ 4-8 დღის განმავლობაში, ცხენებს და ღორებს – 3-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: ჩვენებების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები: უკუჩვენებები დადგენილი არ არის.

დაყოვნების პერიოდი: მეცხოველეობის პროდუქტები პრეპარატის გამოყენების შემდეგ შეუზღუდავად გამოიყენება.

გამოშვების ფორმა: 100გ, 1კგ და 25კგ -იანი შეფუთვა.

შენახვის პირობები და ვადა :სია ბ. პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას 5-200C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

This entry was posted in ვიტამინები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *