DAS

საკვებ დანამატი “დასი” 
 
 

შემადგენლობა: სუბსტანცია, “დასი”- 5%. რომელიც შედგება:
ამინო მჟავების საერთო რაოდენობა – 2,5მგ./მლ
მათ შორის:  ტრიფტოფანი -0.539მგ/მლ;
პეპდიდების საერთო რაოდენობა – 15მგ/მლ
ვიტამინები: A – 0.639მგ/მლ; ჩ –4,320მგ/მლ; B1 – 1,700მგ/მლ; B2 – 2,210მგ/მლ; B6 – 0.411მგ/მლ; B7 – 3,870მგ/მლ;  B8 – 0.639მგ/მლ;
ამიდების საერთო რაოდენობა – 6.0მგ/მლ
კარბონის მჟავების საერთო რაოდენობა – 7.50მგ/მლ
მაკრო და მიკრო ელემენტების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:  “დასი” წარმოადგენს ნანოტექნოლოგიური გზით მიღებულ მცენარეული წარმოშობის ბიოაქტიური ნივთიერებების ნაერთს. დამზადებულია ბუნებრივ ნედლეულზე და არ შეიცავს არავითარ ქიმიურ დანამატს. “დასი” არაპათოგენური, არატოქსიური და არაჰორმონალურია. საკვები დანამატის მაღალეფექტურობას განაპირობებს მასში შემავალი პეპტიდური კომპლექსების, ამინომჟავების, ვიტამინების, კარბონული მაჟავების, მაკრო და მიკრო ელემენტების ფართო სპექტრი. “დასის” გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო რეზისტენტულობის ამაღლებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის PH-ს, თრგუნავს ავადმყოფობის გამომწვევ მიკროფლორას, ანეიტრალებს ტოქსინებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს საკვების უკეთ ათვისებას. ‘დასი’ მნიშვნელოვნად ზრდის მეტაბოლიზმის პროცესს
დანამატში შემავალი ანტიმიკრობული პეპტიდები განაპირობებს პრეპარატის მაღალ ანტიბაქტერიულ ზემოქმედებას სტაფილოკოკებზე, ნაწლავის ჩხირზე და სხვა პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებაზე. საკვები დანამატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის, E.ცჰერიცჰია ცოლი, Pასტერეულლა სპპ, ჩორუნებაცტერიუმ სპპ, შტრაპჰყლოცცუს სპპ, შტრეპროცცუს სპპ, ჩლოსტრიდიუმ სპპ, ჩჰლამყდია სპპ, Mყცოპლასმა სპპ. ამჟღავნებს ანტიმიკრობულ აქტივობას ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად უმარტივესებზე და ბაქტერიების შტამებზე ამასთან, არ თრგუნავს სასარგებლო მიკროფლორას. მოქმედებს მიკროორგანიზმების გარეგან მემბრანაზე, არღვევს მათ სტრუქტურას და აღწევს პერიპლაზმატიკური სივრცის შიგნით.
 “დასი” იწვევს ცხოველის ხორცის ხარისხობრივ გაუმჯობესებას, კერძოდ იგი ცვლის ხორცის ამინომჟავურ შემადგენლობას, იწვევს ტრიფტოფანის რაოდენობისა და შესაბამისად ტრიფტოფან/ოქსიპროლინის თანაფარდობის ზრდას.
ამასთან საკვებ დანამატში არსებული ნეირომედიატორული ამინომჟავები, განსაკუთრებით კი ამინომჟავა ტრიფტოფანისა და B ჯგუფის ვიტამინების, კერძოდ B6 ვიტამინის ერთობლივი მოქმედება, ცხოველის ტვინში ზრდის სერატონინის რაოდენობას და აყალიბებს ბიოგენური ამინების ისეთ თანაფარდობას, რომელიც ხსნის ცხოველში აღგზნებით მდგომარეობას და ხელს უწყობს დადებითი ემოციების ჩამოყალიბებას, რის შედეგად ხსნის სტრესულ მდგომარეობას.

ჩვენებები:
• ორგანიზმის  რეზისტენტულობის ასამაღლებლად, იმუნიტეტის ფორმირებისა და განვითარებისათვის
• ზრდისა და განვითარების სტიმულაციისათვის;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის კუჭნაწლავის დაავადებების (მიკოტოქსიკოზები, მოწამვლები და სხვა) საწინააღმდეგოდ.
• ვირუსული და ბაქტერიოლოგიური წარმოშობის რესპირატორული კომპლექსების საწინააღმდეგოდ.
• სტრეს-ფაქტორების მოსახსნელად
• ხორცის ხარისხის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად
• პროდუქტიულობის ასამაღლებლად
შეთავსებადობა: თავსებადია საკვებთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან
გამოყენების წესი და დოზირება:
 სხვადასხვა სტრეს-ფაქტორების დროს: 1მლ-1ლ. წყალში ან 1მლ – 0,5კგ საკვებში.
-ტრანპორტირებისას – გადაყვანამდე 3- დღით ადრე, ეძლევა 6-7 დღის განმავლობაში;
-კასტრაციის დროს – 3 დღით ადრე, ეძლევა 6-7 დღის განმავლობაში:
-ახურების დროს – 7 დღით ადრეEახურებამდე, ეძლევა 14 დღის განმავლობაში;
-დაკვლის წინ – 3-5 დღით ადრე;
-კვების რაციონის შეცვლისას  5-7 დღე;

ხორცის ხარისხის გასაუმჯობესებლად :  1მლ-2ლ. წყალში ან 1მლ  1კგ საკვებში. ეძლევა ბოლო 30-60 დღის განმავლობაში.

დაავადებების პროფილაქტიკისა  და პროდუქტიულობის სტიმულაციის მიზნით: 1მლ -2ლ. წყალში; ყოველთვიურად 7-10 დღე.

დაავადებების მკურნალობის დროს:  1-2მლ -1ლ. წყალში.
მკურნალობის მთელი პერიოდი პრეპარატებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა
უკუჩვენებები:  მაკეობის პერიოდი
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:  დამზადებიდან 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 1 ლ. ფლაკონი
მწარმოებელი: “კორონი”

 

This entry was posted in ვიტამინები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *