ჩიკტონიკი (chiktonic) invesa, ესპანეთი ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის გაუმჭვირვალე, მუქი ყავისფერი
შემადგენლობა
ფარმაკოლოგიური თვისებები: ამინომჟავისა და ვიტამინების შემცველი კომბინირებული პრეპარატი. ფრინველის ორგანიზმში მოხვედრისას არეგულირებს მათ ოპტიმალურ თანაფარდობას. კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს ფრინველის ზოგად ტონუსზე, აუმჯობესებს მადას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და შარდსასქესო სისტემაზე, ზრდის კვერცხმდებლობას. პრეპარატი ხელს უწყობს სხვადასხვა წარმოშობის ინფექციური აგენტების მიმართ რეზისტენტობის მომატებას, მოქმედებს ფრინველის ზრდა-განვითარებაზე. ჩვენებები: – ჰიპოვიტამინოზისა და ამინომჟავების უკმარისობა; – სტრესების პროფილაქტიკა და მკურნალობა; – მიკოტოქსინებით გამოწვეული ტოქსიკური პროცესები; – ვაქცინაციის შემდგომი და ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომი აღდგენასა და მხარდაჭერისათვის. დოზირება: ფრინველებს პრეპარატი ეძლევად წყალში შერეული, დოზით 1-2 მლ 1 ლიტრ წყალზე 5 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გავზარდოთ მიღების ხანგრძლივობა. გვერდითი მოვლენები: ჩვენებების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. უკუჩვენებები: დღეისათვის უკუჩვენებები არ არის დადგენილი. განსაკუთრებული მითითებები: მეფრინველეობის პროდუქცია პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამოიყენება შეუზღუდავად. უსაფრთხოების წესები: ჩიკტონიკთან მუშაობისას საჭიროა დავიცვათ პირადი ჰიგიენისა და ვეტერინარიულ პრეპარატებთან მუშაობისას გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები. აკრძალულია პრეპარატის ცარიელი ბოთლების საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენება. გამოშვების ფორმა: ხსნარი დაფასოებულია 1 ლ ოდენობით ჰერმეტულად დახურულ გაუმჭვირვალე თეთრ პლასტმასის ბოთლებში. შენახვის პირობები და ვადა: სია Б. პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, სინათლისა და მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი. |