რატექსი

ბრომდიოლონი 0.5%, სითხე)

 

აქტიური შემადგენელი: 0.5გრ/ლ ბრომადიოლონი

ვირთხებისა და თაგვების საწინააღმდეგო თხევადი საწამლავი

გამოყენების მეთოდი: შეზღუდვები თაგვების შემთხვევაში საწამლავებს შორის მანძილი არ უნდა აჭარბებდეს 3 მეტრს, ვირთხების შემთხვევაში კი ცხრას.საწამლავს ღიად ნუ დატოვებთ. ნუ გამოიყენებთ ისეთ ადგილებში, რომელსაც ხვდება წვიმის წყალი ან ნესტიანია.

გამოიყენეთ პარაზიტების გავრცელების ადგილებში, მაგალითად საკვების მწარმოებელ ქარხნებში, მაღაზიებში, სამრეცხაოებში, რესტორნებში, საქვაბეებში, სასტუმროებსა და მოტელებში. ვირთხები და თაგვები 100მლ-  -900მლ წყალში     20 მლ 0.6 – 1კგ მარცლოვანკულტურაში  მოურიეთ კარგად. მოწამვლის სტრატეგია – გაანადგურეთ ნებისმიერი ალტერნატიული სასმელი საშუალება. მოათავსეთ 150მლ მომზადებული ხსნარი უჟანგავ ჭურჭელში მღრნელების შემოსასვლელთან ახლოს. შეამოწმეთ ხშირად. თუ საწამლავი სწრაფად ქრება, გაზარდეთ მისი რაოდენობა. გააგრძელეთ დაკვირვება და შევსება, სანამ არ შეწყდება მისი დაცლა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 2 კვირა, რომ შემცირდეს თაგვებისა და ვირთხების რაოდენობა.

მწარმოებლის გარანტია და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება: ეს პროდუქტი არის მაღალი ხარისხის და გამოსადეგია იმ მიზნით გამოსაყენებლად, რომელიც რეკომენდირებულია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს იარლიყზე მითითებული დირექტივების შესაბამისად. არ ხდება პასუხისმგებლობის აღება პროდუქტთან დაკავშირებით, გარდა განუყოფელი პირობებისა, რომელიც გათვალისწინებულია ნებისმიერი ფედერალური თუ სახელმწიფოს კანონმდებლობით. 

ძირითადი დირექტივები: ამ პროდქციის გამოყენება შესაძლებელია სხვა ბრომაცილ საწამლავებთან ერთად. 

ყურადღება: საწამლავით ნუ დასვრით ადამიანისთვის ან ცხოველებისთვის განკუთვნილ საკვებს. საწამლავი მოათავსეთ ისეთ ადგილას, რომელიც მიუწვდომელია ცხოველებისთვის ან ფრინველებისთვის. ეს პროდუქტი საშიშია ღორებისთვის, კატებისთვის, ძაღლებისთვის და ფრინველებისთვის. 

ველური ბუნების, თევზების, კიბოსნაირების და გარემოს დაცვა: ნუ დააბინძურებთ ნაკადულებს თავად საწამლავით ან გამოყენებული კონტეინერით. საწამლავი მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც მოხვდებიან მხოლოდ მღრღნელები, რომელთათვისაც ეს საწამლავია გამიზნული. პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ შენობაში, შენობის გარშემო (ორი მეტრის მანძილზე) ან დახურულ სივრცეებში. 

შენახვა: შეინახეთ დახურულ, ორიგინალ კონტეინერში გრილ, კარგად განიავებულ ადგილას. დიდი ხნით ნუ შეინახავთ მზის შუქში. დაამსხვრიეთ და დააქუცმაცეთ ცარიელი კონტეინერები და დამარხეთ. გამოუყენებელი საწამლავი კი წაიღეთ ადგილობრივ ნაგავსაყრელზე, სადაც ნაგავი იმარხება ხოლმე. თუ ეს შეუძლებელია, დამარხეთ კონტეინერები ან გამოუყენებელი საწამლავი 500მმ სიღრმეზე ქვემოთ ორმოში, რომელიც იქნება მონიშნული. არ დაწვათ ცარიელი კონტეინერები ან პროდუქტი. გამოყენებულ კონტეინერებს ნუ გამოიყენებთ სხვა მიზნით.  

უსაფრთხოება: ძალიან საშიშია. მომწამვლელია თუ მოხდა შეწოვა კანის მიერ ან იქნა ჩაყლაპული. ახასიათებს კანისა და თვალების გაღიზიანება. განმეორებადმა მცირე დოზით ზემოქმედების ქვეშ ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა. აარიდეთ თვალებსა და კანთან შეხებას. საწამლავის მომზადებისას გაიკეთეთ პოლიქრომირებული ან რეზინის წინსაფარი, იდაყვამდე სიგრძის პოლიქლორიდის ხელთათმანები, სახის საფარი და შეუღწევადი ტანსაცმელი. კანის დასაცავად, დაუყოვნებლის დაიბანეთ საწამლავის მოხვედრის ადგილი წყლითა და საპნით. საწამლავის გამოყენების შემდეგ, ჭამამდე, დალევამდე ან მოწევამდე, დაიბანეთ კარგად ხელები, მკლავები და სახე საპნითა და წყლით. ყოველი დღის გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ხელთათმანები, სახის საფარი და დაბინძურებული ტანსაცმელი. 

პირველადი დახმარება: მოწამვლის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან მოწამვლის საინფორმაციო ცენტრს. ვიტამინი K1 (ფიტომენადინი) არის შხამსაწინააღმდეგო საშუალება. 

მწარმოებელი: როდენ ჩემიკალ  მედიკამენტის უსაფრთხოების ფურცელი: დამატებითი ინფორმაცია მოცემულია მედიკამენტის უსაფრთხოების ფურცელში.

This entry was posted in მღრნელების საწინააღმდეგო. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *