ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება გველებისათვის – Biological stopper

დაგიცავთ ნებისმიერ ადგილას, სადაც გველების საშიშროება არსებობს: სახლებში, შიდა ეზოებში, დეკორატიულ თუ ხეხილიან ბაღებში, მინდვრებსა თუ სავარგულებში, ფერმებში, სათბურებში და სხვა.

• ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება გველებისათვის
• არ შეიცავს ნაფტალინს
• უსაფრთხოა როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანებისათვის
• მოქმედებს  წლის ნებისმიერ პერიოდში
• ადვილად გამოყენებადია და ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით

 გამოიყენება 1ლ/1000 გრძივ მეტრზე.

აქტიური ინგრედიენტები:
ბუტილ-პროპილ-ქლორმეთილ-დოდეცილ-ფიტომერკაპტანი-3%  სპირტი – 97%
ბიოლოგიური შემაჩერებელი ეფექტურად უმკლავდება გველებს. გამოიყენება შენობა-ნაგებობის გარშემო ან ფანჯრის რაფებთან და კარის ზღურბლებზე; გარაჟებში, ფარდულებში, საცურაო აუზებთან, ბაღებში (ხის ქერქის დასამუშავებლად),  ბოსტნებში, მინდვრებსა და სავარგულებში ნადირობისა თუ სხვა სამუშაოების შესრულების დროს შესაძლოა ფეხსაცმელებისა და ჩექმების დამუშავება, შეშის სათავსოებში და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა გველები გამოჩენა. შესაძლებელია მისი გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები და ცხოველები თამაშობენ. ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება ბიოდეგრადირებადია და მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში არ აზიანებს გაზონებს, ბაღებს, ყვავილებს და სხვა მცენარეებს (დაუშვებელია ფოთლის ზედაპირზე დასხმა).

ბარიერის პერიმეტრის დამუშავება
სასხურებელი აპარატის საშუალებით წერტილოვანი დასხურების მეთოდით შეასხურეთ მოცემული საშუალება 20-30სმ ინტერვალით წყვეტილ ზოლად იმ ფართობის გარშემო, რომლის დაცვაც გსურთ. არ არის აუცილებელი მოცემული საშუალებით მიწის მთლიანად დამუშავება. შესხურება აუცილებელია მოხდეს წვრილი ჭავლით და არა გამაფრქვეველით.
პროფილაქტიკის ან ზოგადადი პრევენციის მიზნით გამოიყენება შემდეგი დოზით: 1ლ 1000 გრძივ მეტრზე.
პრეპატარი არ კარგავს ეფექტურობას ძლიერი წვიმების შემთხვევაშიც კი.
საუკეთესო შედეგის უზრუნველყოფა შესაძლებელია ყოველი 30 დღის ინტერვალით გამეორების შემთხვევაში.
პირველადი დახმარება: მოცემულმა პროდუქტმა თვალში ან კანზე მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ამოიბანეთ ის საპნიანი წყლის ჭარბი რაოდენობით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში მოიბანეთ გაღიზიანებული ადგილი საპნითა და წყლით. თუ გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
შენახვა და განკარგვა
პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში. შეინახეთ მხოლოდ ორიგინალ კონტეინერში, მშრალ, ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიყენებთ დაცარიელებულ კონტეინერს. გადააგდეთ ის ნაგავში.
სხვა გამაფრთხილებელი ზომები: ნუ დაასხამთ ბოსტნეულ და ბალახოვან კულტურებს, აგრეთვე, ყვავილებს.
ყურადღება: მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე და იარლიყზე მითითებული დირექტივების შესაბამისად გამოყენებაზე.

ყურადღება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

This entry was posted in მწერებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო. Bookmark the permalink.

3 Responses to ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება გველებისათვის – Biological stopper

  1. Lela says:

    რა ღირს და სად შევიძინოთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *