პამიდორის მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა

პამიდორის მოყვანა ერთი და იგივე ფართობზე ან ძაღლყურძენასებრთა ოჯახში შემავალი კულტურების: კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო შესაძლებელია 4-5 წლის გასვლის შემდეგ.საუკეთესო წინამორბედია: ხახვი, სტაფილო, კომბოსთო, პარკოსნები, თავთავიანები.

                                                                                        თებერვალი

20 თებერვლიდან თესლის საჩითილედ თესვა.

                                                                                       მარტი

  • ნიადაგის განოყიერება მინერალური სასუქებით.
  • 20 მარტიდან-30 მარტამდე- ნიადაგის საგაზაფხულე დამუშავება(ფარცხვა): 8-10სმ-ზე.

                                                                                       აპრილი

25 აპრილიდან-5 მაისამდე- ჩითილის გატანა ღია გრუნტში.

გადაირგვება 35-40 დღიანი ნერგი, რომელსაც განვითარებული აქვს 5-7 ნამდვილი ფოთოლი და საყვავილე კოკორი. მინდორში გადარგვამდე ათი დღით ადრე უნდა განხორციელდეს გაკაჟების პროცესი, რათა მცენარეებმა არახელსაყრელი ამინდის მიმართ შეგუება გამოიმუშაონ. მცენარეების მოსაძლიერებლად უნდა შემცირდეს მორწყვის სიხშირე.

  •   ჩითილის მინდორში გადარგვამდე 1-2 დღით ადრე, ისინი კარგად უნდა მოირწყას, რომ ფესვები არ გამოუშრეთ.
  •    გადარგვის წინ ნიადაგში უნდა შევიტანოთ აზოტოვანი სასუქების 1/3, დანარჩენი კი ვეგეტაციის პერიოდში.
  • გადარგვის წინ ნიადაგში მახრებისთვის და მღრნელი ხვატარების წინააღმდეგ უნდა შევიტანოთ ინსექტიციდი.
  • დარგვისთანავე აუცილებელია პამიდვრის მორწყვა, ხოლო 5-8 დღის შემდეგ უნდა მოხდეს გაცდენილი ადგილების გამორგვა სარეზერვო ჩითილებით და თანმიყოლებული მორწყვით.

15 მაისიდან: ჩითილის გადარგვიდან 10-12 დღეში:

  • ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: კონტაქტური ფუნგიციდი.
  • ბუგრების, ფრთათეთრას წინააღმდეგ: ინსექტიციდი.
  • ფოთლით კვება: წყალში ხსნადი სასუქებით.

ჩითილის გადარგვიდან 15-20 დღეში-ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ: ჰერბიციდი.

25 მაისიდან

  • ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: კონტაქტური ფუნგიციდი.
  • ბუგრების, ფრთათეთრას წინააღმდეგ: ინსექტიციდი.

                                                                         ივნისი

4 ივნისიდან

  • ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: კონტაქტური ფუნგიციდი.

14 ივნისიდან

  • ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ; სისტემური ფუნგიციდი.
  • ბუგრების და ფრთათეთრას წინააღმდეგ: ინსექტიციდი.
  • ფოთლით კვება: წყალში ხსნადი მინერალური სასუქებით.

22 ივნისიდან ნიადაგის განმეორებით კულტივაცია.

24 ივნისიდან-ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სისტემური ფუნგიციდი.

                                                                  ივლისი

2 ივლისიდან-ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სისტემური ფუნგიციდი.

12 ივლისი-ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სისტემური ფუნგიციდი.

20 ივლისიდან

  • ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: კონტაქტური ფუნგიციდი.
  • კოლოფის ჭიის, ბუგრების, ფრთათეთრას წინააღმდეგ: ინსექტიციდი.
  • სიდამპლის წინააღმდეგ: სიდამპლის საწინააღმდეგო კონტაქტური ფუნგიციდი.
  • ფოთლით კვება: წყალში ხსნადი სასუქებით.

25 ივლისიდან ზედმეტი ამონაყრებისა და ნიადაგთან ახლომდებარე დაზიანებული ფოთლების შეცლა.

30 ივლისიდან-ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სპილენძშემცველი ფუნგიციდი.

                                                                 აგვისტო

10 აგვისტოდან- 10 დღიანი ინტერვალით ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სპილენძშემცველი ფუნგიციდი.

                                                                სექტემბერი

10 სექტემბრიდან 10 დღიანი ინტერვალით ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სპილენძშემცველი ფუნგიციდი.

                                                             ოქტომბერი

10 დღიანი ინტერვალით ფიტოფტორას და ალტერნარიას წინააღმდეგ: სპილენძშემცველი ფუნგიციდი.

                                                               ნოემბერი

  • ნიადაგის გაწმენდა ანარჩენებისაგან.
  • ნიადაგის განოყიერება ორგანული სასუქებით.

                                                             დეკემბერი

მზრალად ხვნა: 20-25სმ-ზე

 

 

 

 

This entry was posted in კონსულტაციები მცენარეთა დაცვის საკითხებში. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *