T: 790 934 569
WEB: http://alvafsc.com
EMAIL: LLc.alva@yahoo.com
ო | ხ | ო | ხ | პ | შ | კ |
---|---|---|---|---|---|---|
« ნოე | ||||||
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
Copyright ©2012 Alva LLC. All Rights Reserved. ყველა უფლება დაცულია.
![]() ვებ-გვერდის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით. შინაარსზე პასუხს აგებს შპს „ალვა“ და შესაძლოა ის არ ასახავდეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის მოსაზრებებს. |
თუ შეიძლება მოგვწერეთ გველების საწინააღმდეგო ხსნარის დასახელება და სად შეიძლება შევიძინოთ თბილისში? წინასწარ გიხდით მადლობას
ბატონო გოჩა!
შემობრძანდით ჩვენს ვებ გვერდზე და ნახავთ გველების საწინააღმდეგო ხსნარის შესახებ სრულ ინფორმაციას.
კვირტი რომ გასკდება(ფოთოლი რომ გამოვა)მერე თუ შეიძლება ინსექტიციდის დავამუშავო ვაზი?დიდი მადლობა!
ვაზი ინსექტიციდით უნდა შეწამლოთ კვირტების დაბერვისას< მავნებლების მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ. შეწამვლა შეიძლება ასევე კვირტის გასკდომისას.
თუ შეიძლება მითხრათ, სად ვიშოვო ვენახის შესაწამლი საშუალება “რიდონეტი” თბილისში? დიდი მადლობა
რით შევწამლო პომიდორი,ფოთლები აქვს დახუჭუჭებული,მოკუჭული
გამოიყენეთ რომელიმე სპილენძშემცველი ფუნგიციდი, ინსექტიციდთან ერთად.
სპეციალურ მაღაზიაში მივუტანე პომიდორის დაზიანებული ძირი,რომლის ფოთლებიც იყო დაწვრილებული და დახუჭუჭებული ფაქტობრივად შეაჩერა ზრდა განვითარება მითხრეს, რომ ეს არის უხილავი ტკიპა მომცეს ციხომი და რაღაც თეთრი კრისტალური წამალი, რომლითაც შევწამლე და ერთი კვირის შემდეგ კიდევ მივაკითხე და ამიხსნეს რომ გამეორება იყო საჭირო. მომცეს ისევ ციხომი 5მლ ამპულით ხსნარი ჩაუტარე შეწამვლა შედეგი ნოლი მივაკითხე დღეს და მითხრეს, რომ ლაბორატოორიაში უნდა გააგზავნოო როგორ მოვიგცე რომ მომავალში არ განმეორდეს?
ის ნიშნები რასაც თქვენ ამბობთ მე როგრც აქედან ვხვდები პამიდვრის მოზაიკაა, მოზაიკა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული დაავადებაა, რომელის გამოც მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 60-80 პროვენტი შეადგინოს. მოზაიკა ვითარდება, როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტში. დაავადებუილ მცენარე არ იზრდება, რჩება ჯუჯა მდგოამრეობაში, აქვს დამოკლებული მუხლთაშორისებ. იგი ერთი მცენარიდან მეორეზე ვირუსი ბუგრების საშუალებით გადაიცემა. ისევე როგორც სხვა ვირუსული დაავადებების დროს. ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა თესლბრუნვა, (ანუ ერთი და იმავე ადგილზე რამოდენიმე წლის განმავლობაში პამიდორი აღარ დარგათ,) ინსექტიციდების და ჯანსაღ სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენებითაა ეფექტური. კარგი იქნება თუ ლაბორატორიულ ანალიზსაც ჩაატარებთ.
თუ არსებობს რაიმე ქიმიური პრეპარატი დაავადების შესაჩერებლად?თუ მხოლოდ განადგურება არის საჭირო?
თუ ეს დაავადება მოზაიკაა ამისთვის თესლბრუნვაა აუცილებელი, უფრო მეტი სიზუსტისთვის გირჩევთ ჩაატაროთ ლაბორატორიული ანალიზი.
ბროწეულის ბაღის გაშენებას ვფიქრობ დუშეთში(ბაზალეთთან) და თუ გაიხარებს მაგ მხარეში დამეხმარეთ
მოგესალმებით.იმისათვის რომ ზუსტად იცოდეთ შეძლებს თუ არა ბროწეულის კულტურა დუშეთის რაიონში გახარებას ამისათვის აუცილებელია იცოდეთ შემდეგი აგროკლიმატური მაჩვენებლები დუშეთის რაიონში:
1. ზრდის დაწყებისა და დამთავრების ჰაერის საშუალო
დღეღამური ტემპერატურა;
2. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (Σt>100C);
3. ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა;
4. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების
საშუალო;
5. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი და წლის სეზონების
მიხედვით მათი განაწილება (სეტყვა, თოვლის საფარი);
6. კულტურათა სინოტივით უზრუნველყოფა.
გვალვიანობის ხანგრძლივობა;
7. კულტურათა სარწყავი წყლისადმი მოთხოვნილება –
KW Σ−Σ⋅= PD ;
8. გაზაფხულისა და შემოდგომის წაყინვების თარიღები.
ბროწეულთან დაკავშირებით შემიძლია ასევე გითხრათ რომ, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნია,კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებში. რაც შეეხება კლიმატურ პირობებს ბროწეული უხვ და მაღალხარისხოვან მოსავალს ცხელი და
მშრალი ჰავის პირობებში იძლევა. სავეგეტაციო პერიოდში იგი
მოითხოვს აქტიურ ტემპერატურათა დიდ რაოდენობას.
მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა იმ რაიონებში, სადაც აქტიურ
ტემპერატურათა ჯამი 40000 აღემატება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი დიდ გავლენას ახდენს არა მარტო
მოსავლიანობასა და მის ხარისხზე, არამედ იგი წარმოადგენს
ბროწეულის კულტურისათვის ადგილის შესარჩევ ერთ-ერთ ძირითად
აგროკლიმატურ მაჩვენებელსაც.
ბროწეულის ვეგეტაციის დაწყება განპირობებულია არა მარტო
გაზაფხულის, არამედ წინა თვეების ტემპერატურული რეჟიმის
გავლენითაც. მაგალითად: თუ იანვარ-თებერვალი თბილი იყო და
გაზაფხულიც შესაბამისად თბილი დღეებით დაიწყო, მაშინ მცენარე
ადრე იწყებს ვეგეტაციას.
ბროწეულის ზრდა-განვითარებაზე ტემპერატურის გავლენის
შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აქტიურ
ტემპერატურის აღრიცხვას, არამედ ეფექტური ტემპერატურის
დადგენასაც. ეფექტური ტემპერატურები ამჟამად აღირიცხება იმ ტემპერატურიდან, საიდანაც ვეგეტაციას იწყებს მცენარე. მაგრამ, ჩვენი
აზრით, იგი სრულად ვერ ასახავს მოვლენის შინაარსს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ცალკეული ფენოლოგიური ფაზის
დადგომისათვის საჭირო ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი აღრიცხული
იქნას თითოეული ფაზის დადგომისათვის აუცილებელი საწყისი
საშუალო ტემპერატურიდან. ასე მაგალითად, ყვავილობის
დაწყებისათვის ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი აითვლება არა იმ
ტემპერატურიდან (110-დან), საიდანაც ვეგეტაციას იწყებს ბროწეული,
არამედ, იმ ტემპერატურიდან, როდესაც იწყება კოკრების მასიური
გამოჩენა, ე.ი. 170-დან. რადგან 110-დან 170-მდე ტემპერატურები
ყვავილის ორგანოების ჩამოყალიბებასა და მათ ზრდას კი არ უწყობს
ხელს, არამედ პირიქით, ამუხრუჭებენ მას. მაშასადამე ყვავილობის
დაწყების ფაზის დასადგენად ჩვენ ეფექტურ ტემპერატურებს
ვითვლით 170-დან ზემოთ.
ბროწეულის
ყვავილობის ფაზის დადგომისათვის საჭიროა კოკრების მასიური
გამოჩენიდან დაგროვდეს 39-470 ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი. დიდი
მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რამდენად მალე დაგროვდება სითბოს ეს
რაოდენობა.
ბროწეულის ყვავილობის დასაწყებად
საჭიროა 900-9600 აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, ხოლო მასიური
ყვავილობის ფაზის დასადგომად 1150-13000. ნაყოფის მოსამწიფებლად
საადრეო ჯიშებისათვის 3600-38000, საშუალო სიმწიფის პერიოდის
ჯიშებისათვის 3800-40000, ხოლო გვიანი ჯიშებისათვის 4000>0.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა გრძელდება 220-228 დღე, ხოლო
მოსვენების პერიოდის ხანგრძლივობა კი 132-141 დღე.
არის თუ არა აუცილებელი ყოველწლიურად ვენახში სასუქის შეტანა ?
რა თქმა უნდა ვენახს ყოველწლიურად სჭირდება საკვები ნივთიერებები, რომლის დანაკლისიც უნდა შევავსოთ ნიადაგში მინერალური სასუქების შეტანით. იმისათვის რომ ზუსტად იცოდეთ თუ რომელი ელემენტი რა რაოდენობით სჭირდება კარგი იქნება თუ ჩაატარებთ ნიადაგის ქიმიურ ანალიზს.
გამარჯობათ . ვეწევი მესათბურეობას, ზაფხულში პომიდორი მაქვს სულ და ვგრძნობ რო მისი მოვლის არაფერი გამეგება ვერც ვერავინ ვნახე რო კონკრეტულ კითხვებზე მიპასუხოს და იქნებ თქვენ დამეხმაროთ. ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა პერიოდებში უნდა მოვრწყა ის არ ვიცი. მოვრწყავ და ერთიანათ სკდება არ მოვწყავ და ბოლომდე არ წითლდებაა, თავებში სიმწვანეები აქვს. იქნებ დამეხმაროთ . მადლობა წინასწარ
კიდევ 1 კითხვა… 1სათბურში უკვე 10წელია ყოფელ ზაფხულში პომიდორი მომყავს და ხოარ შევანაცვლო კიტრით, ხოლო რომელშიც კიტრი მომყავს იმაში პომიდორ რო გავუშვა . როგორ ფიქრობთ რამდენად ეფექტური იქნება ეგ ცვლილება ?
მოგესალმებით. ნიადაგზე თესლბრუნვა აუცილებელია. ამიტომ კარგი იქნება თუ შეანაცვლებთ სათბურში პამიდორს კიტრით, ასევე კარგი იქნება თუ მწვანილითაც ჩაანაცვლებთ. ერთი და იგივე კულტურის ერთ მიწაზე მოყვანა ამდენი წელი არ შეიძლება. ხოლო მორწყვას რაც შეეხება კარგი იქნება თუ გამოიყენებთ წვეთოვანი მორწყვის სისტემას. წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში კულტურას წყალი მიეწიდება ზომიერად და არ ხდება გადაჭარბება. მორწყვის შემდეგ გაანიავეთ სათბური კარგად.
მოგესალმებით, ინტერნეტში მოვიძიე თხუნელის საწინააღმდეგო საშვალებები და ვიპოვე ულტრაბგერითი და ვიბრაციაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობები მაგ:отпугивателя кротов……. Антикрот (отпугиватель кротов) Торнадо ОЗВ.01,отпугивателя кротов რუსეთი.
Торнадо ОЗВ 02 რუსეთი.
Торнадо ОЗВ 01რუსეთი.
Bahçe Tipi Fare,Yılan, Köstebek Kovucu 1600m2 თურქეთი.
თქვენ თუ გაქვთ გაყიდვაშე ასეთი მოწყობილობები,გმადლობთ
მოგესალმებით!
ჩვენ ასეთი მოწყობილობები არ გვაქვს.
მოგესალმებით,
სად შეიძლება შევიძინო ხეხილის და ვაზის მყნობის შესახებ წიგნი,ბროშურა
გამარჯობა,
მაინტერესებს სიმინდისთვის რომელი სასუქი, ჰერბიციდი და ინსექტიციდია საჭირო, რა რაოდენობის და თუ გაქვთ ინფორმაცია ფასებზე?
სიმინდისთვის საჭიროა თესვასთან ერთად კომბინირებული სასუქი 1 ჰა-ზე 300 კგ, ასევე ვეგეტაციის დროს ესაჭიროება გვარჯილა 1 ჰა-ზე 300 კგ. რაც შეეხება ჰერბიციდებს სიმინდის ნათესებში გამოიყენება სპეციალური ჰერბიციდები სიმინდისთვის, მაგ: ჰექტორ მაქსი, ეს ჰერბიციდი ყანაში უნდა შეიტანოთ მაშინ როცა სიმინდს ექნება 4-5 ფოთოლი.
გამარჯობათ. მაინტერესებს ჰერბიციდ პილოტის ფასი ტრენდთან ერთად,
სიმინდისათვის.
მადლობა
გამარჯობათ, მაინტერესებს სად შევიძინო, ქოთაოს სადიაგნოსტიკო წვეთები? მალლეინი.
მოგესალმებით.
სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ეს წვეთები.
გამარჯობათ!!!
ძალიან მაინტერესებს პომიდორი და კიტრი დაავადებისგან როგორ უნდა დავიცვათ? რა სასუქი უნდა შევიტანოთ და რა რაოდენობით? რა პერიოდში რომელი წამლით უნდა დავწამლოთ? ერთი სიტყვით ძალიან მაინტერესებს ვიცოდე ყველაფერი ამ ორი კულტურის შესახებ რადგან ორივე სათუთი მცენარეა და ადვილად ავადდება…წინასწარ გიხდით მადლობას და გთხოვთ მიპასუხოთ…
და კიდე არსებობს ასეთი წამლები ჩვენთან გაყიდვაში-რირომილი, რიდონეტი, რიდომილ გოლდი, რიდონეტ გოლდი, ციხომი, ვიქტორია…რომელია ყველაზე ეფექტური რომ დაიცავს კიტრს და პომიდორს დაავადებისაგან?
კი არსებობს ყველა ეს წამლები და იყიდება საქართველოში.
და ყველა საკმაოდ ეფექტურია თუ დროით შეწამლავთ.
გამარჯობათ… საინტერესო საიტი გაქვთ და საკმაოდ გამოცდილებიც ჩანხართ ამ სფეროში რასაც მივესალმები 🙂 შეკითხვა მაქვს… ბულგარულ წიწაკას შეესია სასტიკი ფსხირტი, ნამწვანილებ მიწაზე დავრგე და პირველი წამლობაც კი ვერ მოვასწარი ისე შეესია, მის მერე 7–8 სხვადასხვა წამლით შევწამლე 5–7 დგიანი ინტერვალებით და არცერთმა არ მოაცილა, თქვენს საიტზეც ვნახე ამ კატეგორიაში რამოდენიმე ისეთი რომელიც ნამდვილად არ მიცდია და რა შეგიძლიათ რომ შემომთავაზოთ ყველაზე ძლიერი და რა მაქსიმალური დოზით. წინასწარ მადლობა…
გამარჯობათ…
იქნებ გვითხრათ რომელი ინსექტიციდებით შეწამლეთ, და შესაბამისად მოგცემთ რჩევებს.
მოგესალმებით, მაინტერესებს არსებობს თუ არა თხუნელების საწინააღმდეგო პრეპარატი, რა ჰქვია და სად შემიძლია შევიძინო?
მოგესალმებით.
მაინტერესებს როგორ განვასხვავო რკინის შაბიამანი სპილენძის შემცველი შბიამანიდან?
მოგესალმებით, ნიორზე მინდა კონსულტაცია და თუ შეგიძლიათ დახმარება? დათესვიდან მოსავლია აღებამდე რომელი წამლით უნდა შეიწამლოს? რა რაოდენობით და რა დროს? მადლობა წინასწარ
lamazia momewona