ალვას შესახებ

ჩვენი კომპანია დაარსდა 2005 წელს და დასაწყისში ძირითადად სასოფლო სამეურნეო წარმოების საშუალებებით და ვეტერინარული პრეპარატების მიწოდებით იყო დაკავებული ადგილობრივი ფერმერებისათვის.

 შპს „ალვა“-მ დიდი ისტორია და გამოცდილაბა დააგროვა  არაერთი პროექტის განხორციელებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც ქართულ ისევე უცხოურ კომპანიებთან. 2009 წელს ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს პროექტთან ერთად დaviwyeT თანამედროვე ტიპის ფერმერთა მომსახურების ცენტრის მშენებლობა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2010 წელს საჩხერის რაიონში  ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ტიპის ფერმერთა მომსახურეობის ცენტრმა, რომელშიც განთავსებულია დიდი სავაჭრო დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, სასაწყობე ფართი და მენეჯერის კაბინეტი. აღნიშნული ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი ემსახურება 10 000-ზე მეტ ფერმერს, 20-ზე მეტ სოფელს და ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს: მაღალი ხარისხის პესტიციდებს, სათესლე მასალას, ვეტერინალურ პრეპარატებს, მცირე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღს, ზურგის შესაწამლ აპარატებს, და ხელის კულტივატორებს.

პროექტის ფარგლებში შევიძინეთ სადისტრიბუციო მანქანა, ფერმერთა მომსახურების მიზნით. რომელიც ითვალისწინებს ფერმერთა მიერ შესყიდული პროდუქციის სახლში მიტანას.

ჩვენ გვყავს მაღალკავლიფიციური ვეტერინარი და აგრონომი კონსულტანტები რომლებიც კონსულტაციებს უწევენ ფერმერებს, როგორც მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევასა და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, თავიანათ ფერმერულ მეურნეობებში. ასევე ვეტერინარი კუთხით და საჭიროების შემთხევაში დადიან გამოძახებით ადგილზე.

შპს „ალვა“ 2010 წლიდან მონაწილეობდა USAID-ის ფერმერი-ფერმერს პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და ადგილობრივი ფერმერების დახმარება.

2014 წელს ჩვენმა კომპანიამ USAID REAP პროექტის ფარგლებში ჩვენს არსებულ ფერმერთა ცენტრს დავამატეთ ახალი და ყველაზე მოცულობითი ფერმერთა მომსახურების ობიექტი, სატრაქტორო პარკი  და ვემსახურებით ადგილობრივ ფერმერებს ყველა სახის სასოფლო-სმეურნეო სერვისით.

ფერმერთა და მომხმარებლისათვის არის უმნიშვნელოვანესი და მომგებიანი, როდესაც მას საშუალება აქვს მიიღოს საქონელის და მომსახურების სრული პაკეტი ერთ დაწესებულებაში. ამიტომაც ჩვენ ვაწოდებთ ადგილობრივ ფერმერებასა და მეწარმეებს ყველა სახის სასოფლო სამეურნეო საქონელს და სერვისს. მუდმივ და ხშირ მომხმარებლებზე გათვალისწინებული გვაქვს ფასდაკლებები.

Weather

Click for Tkibuli, Georgia Forecast

Weather for Sachkhere. Georgia on AcuWeather.com

Weater from WUnderground.com

YouTube

 

 

 

One Response to ალვას შესახებ

  1. besik says:

    მოგესალმებით.ბროილერის წიწილს როცა მოგვყავს ვაძლევთ ენროფლოქსს 30% იანს,იქნებ გვირჩიოთ უკეთესი შედეგისათვის რომელი ანტიბაქტერიული საშვალება დავუმატოთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *